“ინსტაგრამის” აკრძალვის გაკრიტიკებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს თურქეთში

„როიტერის“ ინფორმაციით,  თურქეთის სასამართლომ სიძულვილის წაქეზებისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით ერთი ადამიანი დაკავების ბრძანება გასცა. სააგენტოს ცნობით, ბრალდებულმა გააკრიტიკა სოციალური ქსელის, „ინსტაგრამის“ აკრძალვა.  გარდა ამისა, მან გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ისინი, ვინც მხარს უჭერდა სოც-ქსელის აკრძალვას.

ცნობისთვის, თურქეთმა „ინსტაგრამზე“ წვდომა 2 აგვისტოს სოციალური მედიის „კანონებისა და წესების“ დარღვევის გამო აკრძალა.

 

მსგავსი თემები