რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს

,,რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

,,ენერგოდარი. ნიკოპოლიდან დაფიქსირდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს. ახლა რადიაციის მაჩვენებელი ნორმაშია, მაგრამ სანამ ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლს რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ, სიტუაცია ნორმალური არაა და ვერ იქნება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების პირველივე დღიდან რუსეთი მას მხოლოდ უკრაინის, მთელი ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის იყენებს. ველოდებით მსოფლიო რეაქციას, ველოდებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაქციას. რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები