“გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები”- სენატორი ჯინ შაჰინი

“გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი” – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა მედიასთან პრესკონფერნეციაზე განაცხადა.

სენატორი ამბობს, რომ არსებობს ინტრესი ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ.

„ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვინც უზრუნველყოფს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ეს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა” – განაცხად სენატორმა.

 

მსგავსი თემები