კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის დებატები 10 სექტემბერს, ABC-ის ეთერში გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატების, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის დებატები 10 სექტემბერს, ABC-ის ეთერში გაიმართება.

აღნიშნულ შეთანხმებამდე, ტრამპმა ჰარისთან დებატების სამჯერ გამართვის მზადყოფნა გამოთქვა.

პრეზიდენტობის კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, დებატები აშშ-ის მთავარი ტელევიზიების ეთერში უნდა გამართულიყო: 4 სექტემბერს – Fox News-ზე, 10 სექტემბერს NBC-ზე, 24 სექტემბერს კი ABC-ზე.

მსგავსი თემები