ბორელი ახლო აღმოსავლეთში მორიგი კატასტროფის თავიდან აცილების მოწოდებით გამოდის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საჭიროა ახლო აღმოსავლეთში მორიგი კატასტროფის თავიდან აცილება.

„ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება, რაც მას გაუგონარი მასშტაბების ომის ზღვარზე აყენებს. ჩვენ ყველამ მორიგი კატასტროფა თავიდან უნდა ავიცილოთ. გზა გარკვეულწილად შეთანხმებულია: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა, ახლავე“, – წერს ბორელი.

მისი თქმით, ყველა, ვინც დეესკალაციის გზას გადაეღობება და ხელს შეუშლის, პასუხისგებაში იქნება მიცემული.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ კვირას ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი, ხოლო თეირანში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ირანი მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებისთვის ემზადება.

მსგავსი თემები