ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

ერაყში, ორშაბათს, სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. მათგან ერთ-ერთი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერაყის უსაფრთხოების ორი წყაროს ცნობით, თავდასხმა ერაყის დასავლეთით, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე მოხდა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, 2 რაკეტა “კატიუშა” გაისროლეს, ისინი ბაზაზე ჩამოვარდა.

,,ბაზის პერსონალი ატარებს თავდასხმის შემდგომ ზარალის შეფასებას,” – განუცხადა ოფიციალურმა წყარომ Reuters-ს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ერაყში იმ პირებს დაარტყა, რომლებიც ამერიკული მხარის ცნობით, დრონების გასაშვებად ემზადებოდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ აშშ-სა და კოალიციის ძალებს. პარალელურად აშშ აკვირდება, შეასრულებს თუ არა ირანი დადებულ პირობას და იძიებს თუ არა შურს თეირანში “ჰამასის” ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო.

მსგავსი თემები