„დანდობა არ იქნება“- ვენესუელაში 2000 დემონსტრანტი დააკავეს

ვენესუელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებზე 2000 დემონსტრანტი დააკავეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მხარდამჭერებთან გამოსვლისას აღნიშნა, დაკავებულებს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გააგზავნიან.

„ამჯერად დანდობა არ იქნება“ – განაცხადა მადურომ.

ამავე დღეს ვენესუელაში ოპოზიციის მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები გაიმართა.

 

მსგავსი თემები