,,უძველესი ყორღანები მძიმე ტექნიკით გადათხარეს – განადგურებულია სამარხები” – სოფიო ხორგუანი „მედიაცენტრ მთავარში“

„ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახჩიასთან, ვაიოს მინდვრების მიმდებარედ, მძიმე ტექნიკით გათხრილია უძველესი ყორღანი. განადგურებულია სამარხის კამერა“, – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ სოფიო ხორგუანმა გააკეთა და პროკურატურას მიმართა.

„ეს არის ადგილი, სადაც სხვა ყორღანების გათხრებისას არქეოლოგების მიერ აღმოჩენელია უამრავი არტეფაქტი, რაც გამოფენილია მუზეუმში. ამჯერად “შავი არქეოლოგიის” შედეგად, ჩვენთვის უცნობი დარჩა, რა უნიკალური აღმოჩენა დავკარგეთ. სამწუხაროდ, ბოლო წლები არც მუნიციპალიტეტი და არც ძეგლთა დაცვა არ აკეთებს მონიტორინგს და უცნობია, რა მდგომარეობაშია სხვა ძეგლები ასპინძის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მან გენერალურ პროკურატურას მიმართა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ასევე, მიმართა კულტურის სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისთვის.

,,ისე გათავხედდნენ, ,,შავი არქეოლოგია” მძიმე ტექნიკით ხორციელდება” – სოფო ხორგუანი ,,მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები