ასპინძაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ასპინძაში, სოფელ იდუმალასთან, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, სამივე მათგანს ზედაპირული ტრავმები აღენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი თემები