თეირანში ისმაილ ჰანიეს სამარცხვინო მკვლელობა მიზნად ისახავს ღაზის ომის რეგიონის მასშტაბით გავრცელებას – თურქეთის საგარეო

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყებაში მომხდარი „თეირანში განხორციელებულ სამარცხვინო მკვლელობად“ შეაფასეს.

ანკარაში ამბობენ, რომ „ეს თავდასხმა ასევე მიზნად ისახავს ღაზის ომის რეგიონის მასშტაბით გავრცელებას“.

როგორც „ჰამასში“ დღეს განაცხადეს, ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში რეიდის დროს მოკლა. „ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ აღნიშნა, რომ ისინი ისრაელთან ღია ომში იმყოფებიან და მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.

მსგავსი თემები