მაჰმუდ აბასმა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობას ლაჩრული აქტი უწოდა

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობას თეირანში „ლაჩრული აქტი და სახიფათო მოვლენა“ უწოდა.

მან ასევე მოუწოდა პალესტინელებს, რომ გაერთიანდნენ, იყვნენ მოთმინებით და მტკიცე ისრაელის ოკუპაციის წინაშე.

შეგახსენებთ, რომ „ჰამასის“ ლიდერი თეირანში გუშინ, გვიან ღამით მოკლეს. ის ირანის დედაქალაქში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული.

მსგავსი თემები