დეზერტირების ბაზართან მოვაჭრეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი, ისინი მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ

დეზერტირების ბაზრობაზე დასაქმებულ მოვაჭრეებს წინამძღვრიშვილის ქუჩა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებმა გზა იმ პირობით გახსნეს, რომ მათთან შესახვედრად მერიისაა და ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივლენ.

მოვაჭრეების თქმით, მათთვის უცნობმა პირმა გააფრთხილა დასაქმებულები, რომ 10-15 აგვისტოს პერიოდში დაცალონ ტერიტორია.

,,ხვიჩა მაქაცარიამ აგოს პასუხი ამ ბაზრის თავიდანვე დაშლაზე. მოვიდეს კალაძე აქ. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ნუ გვაქციეთ ლტოლვილებად, ყველას ნუ გაგვიხადეთ სამშობლოდან წასვლის საშუალება. რას გვერჩით, ჩვენი კეთილსინდისიერი შრომით ვშრომობთ. კობახიძეს მინდა მივმართო, მარტო ეგ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, რომ 2% ნიშნულია ეკონომიკური ზრდაო, მოდი და შეგვეკითხე რა დღეში ვართ. სიცოცხლის უფლება წაგვართვეს, მე მონა ვარ, მონა, ასეთი მონა არასდროს ვყოფილვარ”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მსგავსი თემები