ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო.

,,ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები 6 ივლისს გახდა ცნობილი. არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნები ირანში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო გაიმართა. შეგახსენებთ, რომ პრემიერი მისი დაკრძალვის ცერემონიალსაც ესწრებოდა.

მსგავსი თემები