უკრაინის გენშტაბის ცნობით, დაარტყეს რუსეთის კურსკის ოლქის ენერგოობიექტებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები თავს დაესხნენ ოთხ ელექტროქვესადგურს რუსეთში, კურსკის ოლქში.

,,შედეგად, ელექტრომომარაგების შეფერხებები ფიქსირდება კურსკის ოლქის პონიროვსკის, კურსკის და სოლნცევსკის რაიონებში”, – აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

გენერალური შტაბის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ რუსული ინდუსტრია, რომელიც მუშაობს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა.

,,ეს ობიექტები, სხვა საკითხებთან ერთად, უზრუნველყოფს რუსეთის რკინიგზის ფუნქციონირებას, რომელიც ახორციელებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებას მისი საოკუპაციო ჯარის მხარდასაჭერად”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

 

მსგავსი თემები