,,ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება, გაიხსენოს იქ როგორ დასრულდა” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთს შეუძლია ისრაელში შევიდეს, რათა პალესტინელებს დაეხმაროს ოფიციალური ისრაელი გამოეხმაურა.

სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება.

,,ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება. უბრალოდ გაიხსენოს რა მოხდა იქ და როგორ დასრულდა”, – დაწერა ისრაელ კაცმა X-ზე.

მსგავსი თემები