მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ დაკვამლიანება იყო

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ დაკვამლიანება იყო. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დაკვამლიანება მოძველებული სადენების დაზიანებამ გამოიწვია.

„მეტროსადგურის მუშაობა დროებით შეფერხდა. მოხდა მგზავრების ევაკუაცია. გამოძახებულ იქნა ჯგუფი. მოძრაობა დაახლოებით 12 წუთით იყო შეფერხებული“,- განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის „სადგურის მოედანზე“ მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.

მსგავსი თემები