ერდოღანი პალესტინელების მხარდასაჭერად ისრაელში შეჭრით დაიმუქრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პალესტინელების მხარდასაჭერად ისრაელში შეჭრით დაიმუქრა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები, რათა ისრაელმა ვერ შეძლოს ამის გაკეთება პალესტინის მიმართ“, – ამბობს ერდოღანი ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ ომზე.

„როგორც ჩვენ შევედით მთიან ყარაბაღში, ისევე როგორც შევედით ლიბიაში, შეიძლება იგივენაირად მოვექცეთ მათ. არაფერია რაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ ძლიერები უნდა ვიყოთ”, – აღნიშნა ერდოღანმა.

მსგავსი თემები