„პროვოკაციები გაგრძელდება“- ირაკლი კობახიძე

„გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამ წუთებში ბრიფინგს „ქართული ოცნების“ ოფისში მართავს.

პრემიერი ამბობს, რომ პროვოკაციებთან დაკავშირებით მოლოდინი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე აქვს. მისივე განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობა” შეეცდება შექმნას აგრესიული საარჩევნო გარემო.

„პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც, იმ პირობებში, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და მათი პარტია 30% ვერ აგროვებს. ორმაგად არიან მოტივირებული, რომ მოაწყონ პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით. ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო”- განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები