ქარის სიჩქარე 18 მეტრს აღწევდა-ქარბორბალა სოჭის სანაპიროზე

რუსეთში, შავ ზღვაზე, დიდი ტორნადო გამოჩნდა, რომელმაც ქალაქ სოჭის სანაპიროს გადაუარა. ვიდეოს სოციალურ ქსელში ადგილობრივები ავრცელებენ. ქალაქის ადმინისტრაციამ მოსახლეობა შტორმის შესახებ გააფრთხილა.

მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩები დატბორილია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და მოგლეჯილია ხეები.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე წამში 18 მეტრს აღწევდა.

მსგავსი თემები