ესპანეთში მასობრივ ტურიზმს ისევ აპროტესტებენ

ესპანეთში ისევ გამოვიდნენ მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ. პალმა დე მალიორკაში პროტესტს ათასობით ადგილობრივი შეუერთდა. აქტივისტებს დემონსტრაციაზე თვითმფრინავებისა და საკრუიზო ხომალდების მაკეტები ეჭირათ. გააპროტესტეს ტურისტების გაზრდილი რაოდენობა.

ტურიზმის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა, ამ წლის განმავლობაში, რამდენიმე აქცია გამართეს სხვა პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში, მათ შორის  ბარსელონაში, მალაგაში და კანარის კუნძულებზე. მათი თქმით, ჭარბი ტურიზმი ამ რეგიონებში უძრავი ქონების ფასებს ზრდის და აძვირებს ცხოვრების ხარჯებს ადგილობრივებისთვის. 2024 წლის პირველ მეოთხედში ესპანეთს 16 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია, რაც შარშანდელის მონაცემზე 18 პროცენტით მეტია.

მსგავსი თემები