,,ტრამპთან მუშაობა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ დონალდ ტრამპთან მუშაობა აშშ-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში ,,რთული სამუშაო იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ”.

ლონდონში BBC-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა იმუშაოს ნებისმიერთან, ვინც აშშ-ში ხელისუფლებაში იქნება.

სულ რამდენიმე დღის წინ, ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსი დაასახელა. მან წასულში თქვა, რომ არ აინტერესებდა რა დაემართებოდა უკრაინას. არსებობს შიში, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა შესაძლოა შეჩერდეს, თუ ნოემბრის არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს.

მსგავსი თემები