ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებს, უარი თქვას რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე

ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებს, უარი თქვას რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მაისში ევროპამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, რუსეთიდან გაზის იმპორტი გაზარდა. უნგრეთში, ევროკავშირის ენერგეტიკის საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ლიეტუვამ და ევროკავშირის 12-მა ქვეყანამ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის კონკრეტული გზების მოსაძებნად დისკუსიების გამართვა მოითხოვა.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ძალისხმევის მობილიზება და მივიღოთ ზომები ენერგომომარაგების შემდგომი დივერსიფიცირებისთვის და რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის სწრაფად შეწყვეტისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის სწრაფ განვითარებაში“, – განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ინგა ჯილიენემ.

ინფორმაციისთვის, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირის მე-14 პაკეტშია შეტანილი.

მსგავსი თემები