“ჩვენ ჩავენცვლებით ვაჟა ექიმს“ – დეპუტატი ექიმების საგანგებო განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ექიმები საოკუპაციო რეჟიმს სა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავან. დეპუტატი ექიმების სახელით „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადება ლადო კახაძემ და მირიან წიკლაურმა გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან, ვაჟა ექიმის თავისუფლების სანაცვლოდ, მას ჩაენაცვლონ.

„მინდა გაგახსენოთ, რომ ერთ-ერთი პირველები გახლდათ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც გამოეხმაურა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებას. მე მახსოვს კომიტეტის სხდომა, როდესაც მაშინდელმა თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ და ყველა კომიტეტის წევრმა შევთავაზეთ კიდევაც ოკუპანტებს, რომ ჩვენ ჩავენაცვლებით ვაჟა ექიმს. მოგვეცით ამის უფლება, რომ ის ადამიანი დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს, სადაც უამრავი ადამიანი ელოდება მის პროფესიულ მხარდაჭერას და გამოცდილებას. ჩვენ თანახმანი ვართ, ჩავენაცვლოთ. ეს ძალაში რჩება დღესაც თუ მათ ეს აწყობთ. ავიღოთ მისი საქციელი. ის მართალია თავის საქციელში. ის დაუმარცხებელია თავის საქციელში და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი ქმედება არის ზუსტად განსაზღვრული იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა არის ერთიანი და განუყოფელი. სადაც ის არის, იქ საქართველოა. მას სთხოვენ, რომ ამაზე უარი თქვას. რა საკვირველია არცერთი ქართველი ამაზე უარს არ იტყვის“ – განაცხადა ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები