ტაილანდის ერთ-ერთ სასტუმროში ციანიდით მოწამლული 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ტაილანდში, ბანგკოკის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში ციანიდით მოწამვლის შედეგად დაღუპული ექვსი ადამიანის ცხედარი, 16 ივლისს, გვიან ღამით აღმოაჩინეს.

პოლიციისა და საავადმყოფოს ცნობით, სწრაფი მოქმედების, მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერების კვალი Grand Hyatt Erawan-ის ოთახში აღმოაჩინეს, როგორც სასმელ ჭიქებსა და ჩაიდანზე, ასევე ცხედრების გაკვეთის დროს. პოლიციის ცნობით, სასმელში ციანიდი დაღუპულთაგან ერთ-ერთმა შეურია. ამჟამად, პოლიცია ცდილობს დაადგინოს როგორ მოიპოვეს მათ ციანიდი.

დაღუპული სამი ქალისა და სამი კაცის ნათესავების დაკითხვის შედეგად, დადგინდა, რომ მათ შორის ფინანსური დავა იყო.

გარდაცვლილებიდან ორი აშშ-ის მოქალაქეა, რის გამოც გამოძიებას აშშ-ის ფედერალური ბიურო (FBI) დაეხმარება. დანარჩენი ოთხი კი ვიეტნამის მოქალაქეები არიან.

მსგავსი თემები