საფრანგეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიადის დროს თავდასხმებს გეგმავდა

საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა, აღმოსავლეთ საფრანგეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიადის დროს თავდასხმის მოწყობას გეგმავდა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა გაავრცელა.

,,ბრავო შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტებს, რომლებმაც დააკავეს ულტრამემარჯვენეების ცალკეული წევრი, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიური თამაშების დროს ძალადობრივი ქმედების ჩადენაში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ფრანგი ხალხის უსაფრთხოებისთვის,” – განაცხადა დარმანინმა.

მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი Telegram ჯგუფის, ,,ფრანგული არიული დივიზიონის” ადმინისტრატორი იყო, სადაც ის ოლიმპიადის წინააღმდეგ მუქარას ავრცელებდა.

მსგავსი თემები