ჯო ბაიდენს Covid-19 დაუდასტურდა

ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმის თქმით, 81 წლის ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა და მიიღო ანტივირუსული პრეპარატის Paxlovid-ის პირველი დოზა.

,,მე კარგად ვგრძნობ თავს”, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს ლას-ვეგასში. პრეზიდენტი იქ იზოლირებული იქნება აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მითითებების შესაბამისად.

ბაიდენმა და მისმა თანაშემწეებმა არაერთხელ მოიხსენიეს წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო გაჩერებები, როგორც მისი, როგორც დემოკრატების კანდიდატის სიმტკიცის დემონსტრირება, მცდელობა, შეემცირებინა მზარდი შფოთვა პარტიაში.

ოთხშაბათის ღონისძიება ლას ვეგასში – სადაც ის მოსალოდნელი იყო, რომ სიტყვით გამოვიდოდა UnidosUS-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე იყო დასახელებული, როგორც პირდაპირი ჩართულობის მაგალითი, ამ შემთხვევაში მრავალფეროვან კოალიციასთან.

თუმცა, UnidosUS ღონისძიება შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტს ინფექცია დაუდასტურდა, მანამდე ბაიდენი მონაწილეობდა ინტერვიუში და ხვდებოდა ამომრჩევლებს ადგილობრივ სუპერმარკეტში.

ბაიდენს კორონავირუსი მესამედ დაუდასტურდა.

მსგავსი თემები