“შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც”- გარემოს ეროვნული სააგაენტო

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.  გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.

„6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები