„ხვალ ახალი მატჩია და იქნება გადაწყვეტილებები“- ვილი სანიოლი

„ეს არის ჩემი საქმის ერთ-ერთი ნაწილი, ვალდებულებაც, რომ გადაწყვეტილებები მივიღო“- ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი. მან ესპანეთთან შეხვედრამდე  პრესკონფერენცია ჩაატარა და ცვლილებები დაანონსა.

„ეს არის ჩემი საქმის ერთ-ერთი ნაწილი, ვალდებულებაც, რომ გადაწყვეტილებები მივიღო. რასაც ვხედავ და ვგრძნობ, იმის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებებს. ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ ვცდილობ, ისეთი გადაწყევტილებები მივიღო, რაც გუნდისთვის კარგია და მიხარია, რომ ფეხბურთელებიც მპასუხობენ შესაბამისად. ხვალ ახალი მატჩია და იქნება გადაწყვეტილებები, ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს. გვაქვს, დიდი თავდაჯერება, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს დასაკარგი, ჩვენ ევრო 2024 უკვე მოვიგეთ და ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ გვაქვს ამ ტურნირზე თამაშის საშუალება“-  აღნიშნა სანიოლმა.

 

გუნდს თავდაჯერებულობა არ აკლია – სანიოლის პრესკონფერენცია

მსგავსი თემები