,,მდგომარეობა არის საგანგებო, იავარქმნილია მონასტრის ყველა შენობა-ნაგებობა” – ალავერდის მიტროპოლიტი

,,ვითარება საგანგებოა”, – აცხადებს მეუფე დავითი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, რომელმაც გუშინდელი სტიქიის შემდეგ, მონასტრის ტერიტორია დაათვალიერა. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, არც ერთი სახურავი გადარჩენილი არ არის.

,,დღის შუქზე მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა არის საგანგებო. არც ერთი სახურავი არ არის გადარჩენილი. ყველა სახურავი არის დაზიანებული. გარდა ამისა, ქვემოდან როცა უყურებთ, რომ გუმბათის კარავს მოხსნილი აქვს თუნუქი, სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რადგან დარტყმა ქარბორბალას ძალისა, იყო ძალიან დიდი. სხვა დანარჩენი, ინფრასტრუქტურა იყო მონასტრის შიგნით, თუ რა იყო, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, არის იავარქმნილი და ეს ეხება მონასტრის ყველა შენობა-ნაგებობას”, – ამბობს მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარიშხალი კახეთში, სოფელ ალავერდში გუშინ მოულოდნელად ამოვარდა და სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია დააზიანა. ზარალი მიადგა სოფლის მოსახლეობასაც. დაშავდა ორი ადამიანიც.

მსგავსი თემები