რუსეთმა ქვეყანაში 80-ზე მეტი ევროპული მედიასაშუალების მაუწყებლობა დაბლოკა

რუსეთში 81 ევროპული მედიასაშუალების მაუწყებლობა დაიბლოკება. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მედია საშუალებების სია, რომლებთან დაკავშირებითაც შემზღუდველი ზომები მიიღეს, მოიცავს გამოცემებს ევროკავშირის 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრიის სახელმწიფო ტელე -რადიო კომპანია ORF-ს, უნგრულ ინტერნეტპორტალ 444-ს, გერმანულ გაზეთებს : Der Spiegel-ს, Die Zeit-სა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ს, ესპანური გამოცემებს : El Mundo-ს, El Pais-ს, სააგენტო EFE-ს, იტალიურ გაზეთებს : La Stampa-სა, La Repubblica-ს, ტელეკომპანია RAI-ს, ფრანგულ გაზეთებს : Le Monde-სა და La Croix-ს, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“, რადიო კომპანია Radio France-ს, ასევე გამოცემებს: Politico-ს, Euobserver-ს და სხვას.

ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირის გადაწყვეტილების პასუხად, რომელმაც სანქციების მე-14 პაკეტის ფარგლებში, კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები [რია ნოვოსტი, იზვესტია, როსიისკაია გაზეტა] აკრძალა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

მსგავსი თემები