სამოქალაქო მოძრაობა „ჯენზი ევროპისთვის” ოფიციალურად დაფუძნდა

სამოქალაქო მოძრაობა „ჯენზი ევროპისთვის” ოფიციალურად დაფუძნდა. როგორც მისი წევრები ამბობენ, ორგანიზაცია ორიენტირებული იქნება საქართველოს ევროპული მომავლის დაცვაზე.

“ჯენზი თებერვალში დაფუძნდა და ახალგაზრდები გააერთიანა, რაც არაფორმალურ განათლებას ემსახურება. არაფორმალური განათლება ჩვენ გვაძლევს იმას, რომ თითოეული ახალგაზრდა ცივილიზებული და პროფესიული საზოგადოების ღირსეული წევრი გახდეს. “ჯენზი” დღეს ოფიციალურად დაფუძნდა. ეს ორგანიზაცია ორიენტირებული იქნება საქართველოს ევროპულ მომავალზე და მისწრაფებებზე. “ჯენზი” ყოველთვის ევროპული კურსის დასაცავად იდგება” – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გიორგი გოგიაშვილმა.

მსგავსი თემები