იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას – საელჩო

იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ ნათქვამია ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადებაში.

„იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას.

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები