ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ თავად ზელენსკიმ განაცხადა.

,,მქონდა ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს ზარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები