„ყველამ იცის, რა შედეგი მოჰყვება კანონის დაუმორჩილებლობას, რაც არასამთავრობო სექტორმა უკვე დააანონსა“ – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით დაუმორჩილებლობა კანონის უზენაესობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

,,კანონის დაუმორჩილებლობა, რაც რამდენიმე ორგანიზაციამ დააანონსა არის არადემოკრატიული ქცევა და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის სულისკვეთებას, ეწინააღმდეგება მათივე დეკლარირებულ პრინციპებს, რომ სამართლიან სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ. კანონი მიღებულია, ყველამ ვიცით რა არის გასაკეთებელი, ყველამ ვიცით რა შედეგები მოჰყვება იმას თუ არ იქნება დეკლარირება.

როდესაც ვისმენთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, იქვე მოგიწოდებთ ყველას ჰკითხოთ, თუ კანონის ტექსტი არ მოსწონთ, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით, პროაქტიურად იყვნენ გამჭვირვალე ხალხის მიმართ?”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს პაპუაშვილმა ხელი მოაწერა.

მსგავსი თემები