რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, ნოვოსიბირსკის მახლობლად, ტოლმაჩევოს აეროპორტში ხანძარი იყო. ცეცხლი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს, Ан-12-ს გაუჩნდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რეგიონში Ан-12-ის მართვის ტრენინგები და სწავლება მიმდინარეობს.  მათივე ცნობით, ხანძარი ადგილზე ძრავების ჩართვის შემდეგ გაჩნდა. კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი თვითმფრინავის მარჯვენა ფრთაზე გავრცელდა.

ხანძრის ჩასაქრობად, თვითმფრინავთან რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები