პარლამენტი რუსულ კანონს მესამე მოსმენით დღეს განიხილავს

,,ქართული ოცნება” რუსულ კანონს მესამე მოსმენით დღეს, 14 მაისს განიხილავს. პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მანამდე, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი ზუსტად 1 წუთსა და 7 წამში დაუჭირა. სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ “ევროპელი სოციალისტები” ესწრებოდნენ.

სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარედ დილიდან აქციებია ჩანიშნული. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას 10:00 საათიდან გეგმავენ.

მსგავსი თემები