პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტი შარლ მიშელს ესაუბრა

სალომე ურაბიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან განიხილა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,   საქართველო ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან.

„საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელის შემშლელი ფაქტორები, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამ კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები