სასამართლოს განაჩენის თანახმად, დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა უცნობია

სასამართლომ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, რომლის მიხედვით, დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა უცნობია.
​გარდა ამისა, მოზარდის მკვლელობის ნაწილში ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

სასამართლოს განაჩენს აპროტესტებენ მოკლულის ოჯახის წევრები და ახლობლები.

„სისტემა დამეჯახა, სისტემა დაინგრევა…“ – აცხადებს მოკლული დავით სარალიძის მამა.

​რაც შეეხება განაჩენს, ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. როგორც ერთ-ერთი ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი აცხადებს, არ არის ცნობილი ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები. ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან.

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ვერაზე, 2017 წლის 1 დეკემბერს ტრაგედია დატრიალდა. ორ არასრულწლოვანს – დავით სარალიძესა და ლევან დადუნაშვილს 13-მდე თანატოლი ფიზიკურად გაუსწორდა და ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით, მეორე დღეს გარდაიცვალა.

მსგავსი თემები