„ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერები ამ წუთებში კლინიკა „ვივამედთან“ აქციას მართავენ. „მიშა“… „მიშა“… სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშილის დროებით გათავისუფლებასა და სამკურნალოდ მის სხვა ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეზღუდული არ უნდა ჰქონდეს. აქციის მონაწილეებმა კლინიკასთან საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის დროშები გაშალეს.