,,რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე – გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ზამთარი გადავლახოთ“- ზელენსკი

,,რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე, მტერი ემზადება მასირებული სარაკეტო იერიშებისთვის,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაარტყას უკრაინას.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე. მასირებული სარაკეტო იერიშების შეწყვეტა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მტერი ემზადება მათთვის და შეიძლება, ნებისმიერ დროს დაგვარტყას. აშკარაა, რომ შუქის გარეშეც ჩვენ კარგად ვიცით, სად ვისროლოთ და რა ჩამოვაგდოთ, თუმცა რუსეთს მაინც აქვს ენერგოკრიზისის იმედი. ეს ტერორისტების ბოლო იმედია. ვიდრე მათ აქვთ რაკეტები, რუსეთში კი ისინი ჯერ კიდევ არის, გთხოვთ, სერიოზულად მიუდექით უკრაინის სამხედრო მეთაურობის, ჩვენი საჰაერო ძალებისა და საჰაერო განგაშის სიგნალის ყველა გაფრთხილებას. ჩვენ მტრის ნებისმიერი განზრახვისთვის ყველა დონეზე უნდა ვიყოთ მზად. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ზამთარი გადავლახოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები