სავარაუდო დანაშაული მსხვერპლით დასრულდა – ავტოსაგზაო შემთხვევა რაჭაში, დაშავებულია ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი

რაჭაში ორმა ნასვამმა პირმა ავტომობილი პატრონის ნებართვის გარეშე წაიყვანა, ისინი ამბროლაურიდან ონის მი მიმართულებით მოძრაობდნენ. დაზიანდა სამი მანქანა, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ერთი მგზავრი.

დაშავებულთა შორისაა ეკონომიკის სამინისტროს წიაღის სამმართველოს უფროსი კარლო ლაფერაძე და მისი მეუღლე, ლაფერაძის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილი პატრონის ნებართვის გარეშე წაიყვანა ორმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა. სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო ოთხმა ადამიანმა:

„ოთხი მძიმე ავადმყოფი შემოვიდა, ყველაზე მძიმე არის კარლო ლაფერაძის მდგომარეობა, თავის ქალა აქვს დაზიანებული, აქვს კომატოზური მდგომარეობა,“ – განაცხადა ონის საავადმყ6ოფოს დირექტორმა ავთო ლებანიძემ.

მსგავსი თემები