,,იარაღის სროლამ გამაღვიძა…მკვდრები დავინახე ეს ბიჭები…დაწოლილი მოვხოხავდით”- რას ჰყვებიან თვითმხილველები

გვიან ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთი კორპუსიდან ცეცხლი გახსნა. ადგილობრივების განცხადებით, სროლის ხმა პირველად დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაიგეს.

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელს არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია და ცეცხლი პირდაპირ გახსნა. მათივე თქმით, ნოდარ ათუაშვილმა აივნიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელიც აფეთქდა.

“მეძინა, იარაღის სროლამ გამაღვიძა და ბავშვებს შევხედე ეგრევე ოთახში. 5-წუთიანი ინტერვალები იყო, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვერ მივდიოდი, ხოხვით მივედი (აივანთან) რომ მკვდრები დავინახე ეს ბიჭები. ორივე მხრიდან (ისროდა] ხან ერთ ბალკონზე გამოდიოდა, გამოვიქცეოდი ბავშვებით, დაწოლილი მოვხოხავდით”, – აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.

,,სროლა დაიწყო აივნის ერთი მხრიდან, მერე მეორე მხრიდან”- დაიღუპა ხუთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი

,,ვინც მიცვალებულთან მიდიოდა ყველას ავტომატი მიაყარა”- შეიარაღებული თავდასხმა საგარეჯოში

,,2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური”- ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

მსგავსი თემები