,,ვინც მიცვალებულთან მიდიოდა ყველას ავტომატი მიაყარა”- შეიარაღებული თავდასხმა საგარეჯოში

,,მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა, ყველას ავტომატი მიაყარა,” – ამის შესახებ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის თვითმხილველმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თავდამსხმელი აღნიშნნულ კორპუსში 5 წელი ცხოვრობდა.

„სროლა პირველის ათ წუთზე დაიწყო, მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა ყველას ავტომატი მიაყარა. 4 ადამიანი ადგილზე გარდაცვლილი დავინახე, დაჭრილია ერთი, რომელიც გადაიყვანეს. არაფერს ამბობდა. ორივე მხრიდან ისროდა, გზის მხარესაც, ფანჯრიდან. დაღუპულები ადგილობრივები არიან, ჩემი მეზობლები, ამ კორპუსში ცხოვრობდნენ და ეზოში იყვნენ. მსროლელიც ჩემი მეზობელი იყო. ჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანი, არავისგან ცუდი მასზე არ გამიგია. ერთი ხუთი წელია აქ ცხოვრობდა, მანავიდან გადმოვიდა. რამდენადაც ვიცი, მეუღლესთან გაშორებულია და მასთან გოგო და ბიჭი ჰყავს“,- განაცხადა ადგილობრივმა.

,,სროლა დაიწყო აივნის ერთი მხრიდან, მერე მეორე მხრიდან”- დაიღუპა ხუთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი

,,2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური”- ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

მსგავსი თემები