რამდენიმე წამყვანი მეცნიერისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის განცხადებით, ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების გამო, კოვიდ 19-ის პანდემიის გლობალური დასასრულის გამოცხადება, შესაძლოა, ჯერ ძალიან ადრე იყოს.
„საკითხავია, შეიძლება თუ არა ვისაუბროთ პოსტ-პანდემიურ პერიოდზე, როდესაც მსოფლიოს ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი რეალურად მეორე ტალღაში შედის,“ – განაცხადა ვირუსოლოგმა მარიონ კუპმანსმა.
გარკვეული პროგნოზების თანახმად, ჩინეთში 2023 წელს, შესაძლოა, კორონავირუსს 1 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწიროს.