ინაუგურაციამდე, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა – რაზე ისაუბრეს მხარეებმა?!

დღეს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.  ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა  დონალდ ტრამპს, პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა. „ჩვენ ორივე დაინტერესებული ვართ კონტაქტებით, ჩვენ ვხედავთ ახალი პრეზიდენტის ვადაში ორ ქვეყნას  შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს. მზად ვართ, ჩინეთ-ამერიკული ურთიერთობები განვითარების ახალ ტრაექტორიაზე ავიყვანოთ ახალ საწყის წერტილში“ –  აღნიშნა სი ძინპინმა ტრამპთან საუბრისას. სი ძინპინის თქმით, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ორი დიდი სახელმწიფო ცდილობს განახორციელოს საკუთარი ოცნებები, რათა ხალხს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს. „საერთო ინტერესების და თანამშრომლობის ფართო სპექტრის მქონე ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა ექნებათ,…

მეტი...

ტრამპის სახელმწიფო მდივანი ჩინეთს აფრთხილებს – რას პასუხობს ჩინეთი?!

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კანდიდატმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ  ჩინეთი იყო ყველაზე ძლიერი და საშიში მოწინააღმდეგე, რომელსაც აშშ ოდესმე შეხვედრია. რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს ჩინეთს, რომ გადაიხდის ძალიან მაღალ ფასს, თუ იგი ტაივანში შეიჭრება. აღნიშნულთან განცხადებას ჩინეთის საგარეო უწყებაში უპასუხეს და განმარტეს, რომ  აშშ-მა ჩინეთის მიმართ უსაფუძვლო თავდასხმები უნდა შეწყვიტოს. „არაფერია დასამალი ჩვენს მიზანში, რომელიც არის ხალხისთვის უკეთესი ცხოვრება და  მსოფლიო განვითარებისთვის მეტი წვლილის შეტანა. ჩვენ ვამუშავებთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და თანამშრომლობის მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად, რომლებიც წამოყენებულია პრეზიდენტ სი ძინპინის…

მეტი...

“ჩინეთი და ევროპა ორი მთავარი ძალაა” – რა საუბარი შედგა სი ძინპინსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შორის?!  

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონი საუბარი შედგა. სი ძინპინმა და ანტონიო კოსტამ მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ  ჩინეთი და ევროპა ორი მთავარი ძალაა მრავალპოლარული სამყაროს მშენებლობაში. პრეზიდენტების კომუნიკაციაზე განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა, სადაც დიალოგის შინაარსზე ისაუბრეს. „საუკუნის განმავლობაში, არნახული ცვლილებები სწრაფად ვითარდება და სამყარო ნაკლებად სტაბილურ და გარკვეულ ადგილად გადაიქცევა, დაყოფის, ფრაგმენტაციისა და არეულობის რისკები დიდია. ჩინეთი და ევროპა ორი მთავარი ძალაა მრავალპოლარული სამყაროს მშენებლობაში, ორი დიდი ბაზარი, რომელიც მხარს უჭერს გლობალიზაციას და ორი დიდი ცივილიზაცია, რომლებიც მხარს უჭერენ მრავალფეროვნებას. ჩინეთი-ევროკავშირის ურთიერთობებს…

მეტი...

ჩინეთი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ

ტინგრის ოლქში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. მიწისძვრით დაზარალებული მაცხოვრებლები სოფელ კურუმკში, ქალაქ ჩანკსუოში, ტინგრის საგრაფოში, ქალაქ სიგაჭეში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და შეძლებისდაგვარად, ადგილზე მიეწოდებათ ყველას საჭიროება. პარალელურად, ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები მოხალისეებთან ერთად. შეგახსენებთ, რომ, ტინკრის ოლქში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაზარალებულებისთვის  დროებითი თავშესაფრები სხვადასხვა ადგილას მოეწყო.  

მეტი...

რას ელოდება ჩინეთი აშშ-ის ახალი პრეზიდენტისგან?!

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სიტყვით გამოსვლისას ჩინეთთან თანამშრომლობაზეც  ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ჩინეთი ვერასდროს გადააჭარბებს შეერთებულ შტატებს. მისივე განცხადებით, ვაშინგტონი მართავდა კავშირებს პეკინთან მისი პრეზიდენტობის პერიოდში ურთიერთობა კონფლიქტური არასდროს ყოფილა. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში იყო აღმავლობაც და ვარდნაც, თუმცა, საბოლოოდ, თანამშრომლობა იყო სტაბილური და დონალდ ტრამპთანაც თანამშრომლობის იმედი აქვთ. „გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებმა აღმავლობა და ვარდნა განიცადა, მაგრამ მთლიანობაში ის დარჩა სტაბილური დარჩა. ორი პრეზიდენტის სტრატეგიული ხელმძღვანელობით, მხარეებმა კონსულტაციების შედეგად ჩამოაყალიბეს ორმხრივი კავშირების რამდენიმე სახელმძღვანელო პრინციპი, ჩაერთნენ დიალოგსა და თანამშრომლობაში, განაახლეს და შექმნეს კომუნიკაციის…

მეტი...

ვენეცია  შანხაიში – უძველესი წყლის ქალაქი ჭუძიაძიაო

„შანხაის ვენეცია“ და „მარგალიტის ნაკადი“ – ეს არის წყლის ქალაქი, სახელად  ჭუძიაძიაო. ეს უძველესი წყლის ქალაქი მსოფლიოში ცნობილია უნიკალური ხიდებით, რომელიც  მინგისა და ცინგის დინასტიების დროს შენდა. ეს არი ხის, მარმარილოსა და ქვის უნიკალური ხიდები, რომლის ნახვის გარეშე ჩათვალეთ, რომ ქალაქი არც გინახავთ.    ქალაქი ჭუძიაძიაო  36 სხვადასხვა ფორმისა და სტილის ხიდს მოიცავს, რომელიც ცალკე ისტორიის მატარებელია. ფანგშენგის ხიდი ყველაზე გრძელი ქვის ხიდია ხუთი თაღით. ის 1571 წელს აშენდა. ხიდზე ნახავთ  ქვის ფირფიტას წარწერით: დრაკონის ქვის ჭიშკარი და მასზე ამოტვიფრულია 8 დახვეული დრაკონი. ასევე, ხიდის თავზე დგას 4 ქვის ლომი. ქალაქ…

მეტი...

რაზე შეთანხმდა ჩინეთი და ბრიტანეთი ეკონომიკურ-ფინანსური დიალოგის ფარგლებში?!

ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ხე ლაფენგმა და ბრიტანეთის ფინანსთა კანცლერმა რეიჩელ რივზმა ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის მე-11 ეკონომიკური და ფინანსური დიალოგი წარმატებით დაასრულეს. მხარეები 69 ურთიერთ სასარგებლო პუნქტზე შეთანხმდა. „მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთ-დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ხელს უწყობს ორივე მხარის განვითარებას. ისინი  იმუშავებენ ერთად, რომ შეინარჩუნოს გლობალური ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვები უსაფრთხოდ; ასევე, შეთანხმდნენ, რომ მოეხსნას ორმხრივ ინვესტიციებს დაბრკოლებები და ხელი შეუწყონ არადისკრიმინაციულ და ღია ბიზნეს გარემოს; მხარეებმა მიაღწიეს მრავალ საერთო შეთანხმებას  სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ და შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ ჩინეთ-დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების…

მეტი...

“ჩინოვნიკებს არ უნდა ჰქონდეთ გამბედაობა ან სურვილი გახდნენ კორუმპირებული“ – სი ძინპინი

„ნულოვანი ტოლერანტობა ბოროტმოქმედების მიმართ“ – სი ძინპინის მკაცრი გაფრთხილება “გავაძლიეროთ ჩვენი გადაწყვეტილებები  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი. დისციპლინური შემოწმების ცენტრალური კომისიის (CCDI) მეოთხე პლენარულ სხდომაზე, მან მთავარი აქცენტი სწორედ კორუფციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა განხორციელდეს კონკრეტული, მიზანმიმართული და რეგულარული პოლიტიკური ზედამხედველობა. „პოლიტიკურად აუცილებელია მკაცრი პოლიტიკური დისციპლინისა და წესების დაცვა და არასოდეს დაუშვათ შვიდი სახის გადაცდომის უფლება, რათა ჩვენი საქმეები სიტყვას შეესაბამებოდეს. ხელი უნდა შევუწყოთ მაღალი ხარისხის განვითარებას. საჭიროა  რეგულარული და გრძელვადიანი დისციპლინური განათლება გაგრძელდეს თანამდებობის პირთა ზრდის მთელ ციკლში და ინტეგრირდეს ორგანიზაციული მართვის მთელ პროცესში“…

მეტი...

“ჩინოვნიკებს არ უნდა ჰქონდეთ გამბედაობა ან სურვილი გახდნენ კორუმპირებული“ – სი ძინპინი

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კომპრომისის გარეშე.  კოორდინირება უნდა მოვახდინოთ, რომ ჩინოვნიკებს არ ჰქონდეთ გამბედაობა, შესაძლებლობა ან სურვილი გახდნენ კორუმპირებული და მტკიცედ მოვიგოთ ეს მკაცრი, გაჭიანურებული და ყოვლისმომცველი ბრძოლა“ – ეს გახლავთ ამონარიდი ჩინეთის პრეზიდენტის გამოსვლიდან  დისციპლინური შემოწმების ცენტრალური კომისიის (CCDI) მეოთხე პლენარულ სხდომაზე. მისი განცხადებით, უპრეცედენტო ძალისხმევა გაწიეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობისთვის, რამაც საყოველთაოდ აღიარებული შედეგი გამოიღო. „აუცილებელია კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში ურყევი პოზიცია და სტრატეგიული გადაწყვეტილების შენარჩუნება. მნიშვნელოვნად გაძლიერდა ძალისხმევა კორუფციასთან საბრძოლველად, რათა აღმოიფხვრას კორუფციის გამრავლების საფუძველი და პირობები. განხორციელდა კონკრეტული ქმედებები პირველადი დონეზე არასწორი ქმედებებისა და კორუფციის აღმოსაფხვრელად, გადაჭრეს…

მეტი...

ჩინეთში გავრცელებულ ვირუსზე საგარეო უწყებაში განმარტებები გაკეთდა

როგორც ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განმარტა, ეს არის ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექცია და მსგავსი ინფექციები პიკს სწორედ ზამთრის სეზონზე აღწევს. მისივე თქმით, ჩინეთში რესპირატორული ინფექციური დაავადებების საერთო მასშტაბი და ინტენსივობა უფრო დაბალია, ვიდრე გასულ წელს. „რაც შეეხება მეტაპნევმოვირუსს (HMPV), როგორც კომპეტენტური ორგანოებიდან შევიტყვეთ, ეს არ არის ახალი ვირუსი. HMPV ადამიანებში ცირკულირებს სულ მცირე 60 წლის განმავლობაში და არის გავრცელებული ვირუსი, რომელიც იწვევს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს. ჩინეთის მთავრობა სერიოზულად ეკიდება ჩინეთში საკუთარი ხალხის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობას. ჩინეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა და ტექნიკურმა სააგენტოებმა გადადგეს პროაქტიული ნაბიჯები სხვადასხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური…

მეტი...

ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი ეკონომიკურ-ფინანსური დიალოგისთვის ემზადებიან

6 წლიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის შემდეგი ეტაპი იგეგმება.  როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, შეთანხმება პრეზიდენტ სი ძინპინსა და ბრიტანეთის პრემიერ – კირ სტრმერს შორის მოხდა. „ჩინეთსა და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური და ფინანსური დიალოგი მიზნად ისახავს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს კირ სტარმერსს და სი ძინპინს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი საერთო გაგების განხორციელებას. 2008 წელს დაარსებული ეს მაღალი დონის დიალოგის მექანიზმი ემსახურებოდა დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროებში სტრატეგიულ, ყოვლისმომცველ და გრძელვადიან საკითხებზე. ამ დიალოგის დროს განსახილველი თემებია მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური…

მეტი...

ჩინეთში მიწისძვრის შემდეგ ვითარება რთულია   

ჩინეთში, ტინკრის ოლქში, სიჭანკში მომხდარ  6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასთან დაკავშირებით ვითარება საგარეო საქმეთა უწყებაში შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ყველაფერი კეთდება დაზარალებულთა დასახმარებლად. „მიწისძვრის შემდეგ, სი ძინპინმა დავალება გასცა, რომ ყველა ძალისხმევა გამოიყენონ გადარჩენილების მოსაძებნად და გადასარჩენად. დაშავებულების სამკურნალოდ, დაღუპულების მინიმუმამდე შესამცირებლად და მეორადი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. მან ასევე დავალება გასცა, რომ გადაიდგას ნაბიჯები მიწისძვრის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების გასაძლიერებლად, სასწრაფოდ მოხდეს დაზიანებული სახლებისა და ინფრასტრუქტურის შეკეთება, ხალხის  ძირითადი საჭიროებებით დაკმაყოფილება, მათი უსაფრთხოდ გადაყვანა. ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ორგანოების ოფიციალური პირებისგან შემდგარ ჯგუფს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში. ჩინეთის მთავრობის შესაბამისმა ხელისუფლებამ დაიწყო…

მეტი...

თანამედროვე ჩინეთი

კულტურა; ხელოვნება; თანამედროვე ტექნოლოგიების ინდუსტრია; თეატრი; ოპერა; მედიცინა; ძველი ქარხნების ნანგრევები გადაკეთებული მოდერნიზებულ სივრცეებად; კულტურის, მედიცინის, ფილოსოფიისა და საბრძოლო ხელოვნების ერთიანობა – ტაიჯი – რომელი ერთი ჩამოვთვალო, ეს და სხვა უამრავი, სანახავი აქ მართლაც ბევრია და ეს თანამედროვე ჩინეთია.  დიახ, თანამედროვე ჩინეთზე მოგიყვებით, საიდანაც, 600-ზე მეტი რეპორტაჟი მოვამზადე. ახლა კი შევეცდები, შეძლებისდაგვარად ერთად მოვუყარო თავი ამ ყველაფერს, დავურთო ჩემს მიერ მომზადებული ბმულებიც და გამოგზაუროთ ზღვა შესაძლებლობებისა და უძველესი ცივილიზაციის სამყაროში – სახელად ჩინეთი. უსაფრთხო ქვეყანა – პირველი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს სწორედ უსაფრთხოება და  დაცულობაა, რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა. …

მეტი...

ჩუნგცინგი – ტურისტების მიზიდულობის ცენტრი (ფოტორეპორტაჟი)

ქალაქი 32 მილიონიანი მოსახლითა და 3 000 წლიანი ისტორიით – ეს ჩუნგცინგია.  ეს არის ქალაქი, რომელიც საოცრებაში გამოგზაურებთ განსაკუთრებით ღამით, როდესაც სპეციალური განათებები ირთვება და გგონია რომ ულამაზეს, ენით აღუწერელ ნახატს უყურებ. უნიკალური შენობების არქიტექტურა, ღამის საოცნებო ხედები, პაიუს ტრადიციული კულტურა და თანამედროვე ელემენტების შერწყმა ჩუნგცინგის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ღამის ჩუნგცინგი ცნობილია მთელს ქვეყანაში და ტურისტების მიზიდულობის ცენტრია. დგახარ თუენ მუნის ხიდზე, რომლის ქვეშ გემები დაცურავენ, უყურებ ამ ულამაზეს სანახაობას, არქიტექტურის შედევრს და თვალს ვერ აშორებ. ფეხით გადაივლი ტურისტებით გადაჭედილ ხიდს და შედიხარ სწორედ, თითქოს ფერდობზე, ტერასებად გადმოფენილ ამ ხის…

მეტი...

რისი გემო აქვს შემწვარ მორიელებს, აბრეშუმის ჭიას, კალიებს  და მუხლუხოებს?!

შემწვარი მორიელები, ციკადა, მუხლუხოები, კალიები და აბრეშუმის ჭია ჩინეთში ეგზოტიკურ კერძებად ითვლება. ვნახოთ როგორი გემო აქვს თითოეულ მათგანს. კალიები – როგორი გემო აქვს დაბრაწულ კალიებს? ის არის ხრაშუნა, უნდა კარგი ღეჭვა და არის ხორცის ტექსტურის. დაბრაწულ კალიებს ხის შამფურზე ტურისტულ უბნებში თითქმის ყველგან ნახავთ, ის ერთგვარ ეგზოტიკურ კერძად ითვლება, თუმცა, ყველას არ შეუძლია მისი ჭამა. ის არის პროტეინების წყარო. 100 გრამი კალია დაახლოებით 10-დან 35 გრამ პროტეინს შეიცავს. რაც შეეხება ციკადებს, მისი გემო ქათმისას ჩამოგავს. ისიც ხრაშუნაა. ისიც მდიდარია პროტეინებით. აბრეშუმის ჭია კი უფრო უცნაური საჭმელია. მისი მირთმევის შემდეგ, პირში…

მეტი...

აშშ ჩინეთს ჰაკერობაში ამხელს, ჩინეთი კი პოლიტიკური ნიშნით დეზინფორმაციაზე საუბრობს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ის დაექვემდებარა კიბერშეტევას ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მსახიობის მხრიდან. შტატების ინფორმაციით, ჰაკერებმა მიიღეს წვდომა თანამშრომლების სამუშაო სადგურებზე და ზოგიერთ დოკუმენტზე. აღნიშნულ განცხადებას ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს და ამბობს, რომ ეს დეზინფორმაციაა. „ამ სახის დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია. ჩინეთი ეწინააღმდეგება ჰაკერების ყველა ფორმას და, კერძოდ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჩინეთთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკური დღის წესრიგით“ – განმარტა მაო ნინმა.

მეტი...

ჯანმო ჩინეთს კორონავირუსის წარმოშობის გასაგებად სრულ მონაცემებს სთხოვს

გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ჩინეთს მოუწოდებს   COVID-19 მონაცემები გაუზიაროს და უზრუნველყოს წვდომა ვირუსის წარმოშობის გასაგებად. ოფიციალური ჩინეთი კი აცხადებს, რომ ჯანმოს მონაცემები არაერთხელ გაუზიარა. „ხუთი წლის წინ COVID-19-ის გავრცელების შემდეგ, ვირუსის გავრცელებისა და გენომის თანმიმდევრობის შესახებ ჩინეთმა  შეიძლება WHO-ს ოპერატიულად გაუგზავნა. COVID-19-ის წარმოშობის კვალდაკვალ, ჩინეთი მიჰყვება მეცნიერების, ღიაობისა და გამჭვირვალობის სულისკვეთებას, აქტიურად უჭერს მხარს და მონაწილეობს გლობალურ მეცნიერებაზე დაფუძნებული წარმოშობის კვალიფიკაციაში და მტკიცედ ეწინააღმდეგება პოლიტიკური მანიპულაციის ნებისმიერ ფორმას. ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც არაერთხელ მიიწვია ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფები ქვეყანაში ერთობლივი წარმოშობის კვლევის ჩასატარებლად. ჩინეთი ასევე ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოაწყო მრავალი…

მეტი...

3 დონიანი გვირაბი და საოცრებები შანქსის პროვინციაში

ეს შანქსის პროვინციაა, უძველესი სოფელი ჭანგპი. ის ითვლება  იშვიათ, კარგად შემონახულ მინიატურული ციხედ, სამხედრო და საცხოვრებელ სოფლად, რომელიც ასევე შემკულია ძვირფასი ისტორიული ადგილებით. ჭანგპი,  უძველესი ციხესიმაგრე მიწის ქვეშ ლაბირინთებს მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მიწისქვეშა სამყარო გვირაბების  ქსელით.  ეს არის უძველესი მრავალფუნქციური ციხე. ეს ფარული მიწისქვეშა გვირაბები რეალურად წარმოადგენს ჭანგპი უძველესი სოფლის თავდაცვის სისტემას. უძველესი ციხე ამაყობს დიდი რაოდენობით კულტურული რელიკვიებითა და ისტორიული ადგილებით, რომლებიც დიდი ღირებულების მქონეა როგორც აკადემიური კვლევისთვის, ასევე ტურიზმისთვის. აქ ნახავთ სხვადასხვა დინასტიის სამარხებს, საცხოვრებელს, საგვარეულო ტაძრებს და  ულამაზეს, ფერად, გამაოგნებელ მოჭიქურ ტაბლეტებს. უძველესი ციხე…

მეტი...

თანამედროვე მაკაო – პორტუგალიის ყოფილი კოლონია

მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი (SAR) დღეს თანამედროვე, განვითარებულ, მაღალ ტექნოლოგიურ რეგიონს წარმოადგენს.  პორტუგალიის ყოფილი კოლონია მაკაო ჩინეთს 1999 წელს დაუბრუნდა და მას შემდეგ ის იმართება შემდეგი პრინციპით: “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა”. მაკაო მდინარე პერლის დელტას დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს და ცნობილია როგორც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური, ღია და ინოვაციური რეგიონი. ოცდახუთი წლის შემდეგ, მაკაოს SAR-მა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. დღეს მას გააჩნია  საერთაშორისო თავისუფალ ნავსადგური,  ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მშპ და  ცნობილია ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობით მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც მაკაო ჩინეთს დაუბრუნდა, მაკაოს სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა (SAR) გახსნა სათამაშო და…

მეტი...

ქალაქი შენჭენი – ჩინეთის „სილოკონი ველი“

ეს ულამაზესი ქალაქი  სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარეობს და თანამედროვე მეტროპოლს წარმოადგენს. ქალაქი წელიწადის ყველა დროს ტურისტების ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი, გასართობი, კულტურული თუ სავაჭრო ადგილია. განსაკუთრებით თვალში საცემია სიმწვანე, ბუნება, ფერები, ხე-მცენარეების მრავალფეროვნება, რომელიც საოცრებაში გამოგზაურებთ. ქალაქის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობას თანამედროვე შენობები წარმოადგენს. მათ შორისაა  როგორიცაა 600 მეტრ სიმაღლის ცათამბჯენი და არაერთი გასართობი პარკი. შენჟენს „ჩინეთის სილიკონის ველსაც“ კი უწოდებენ. ეს არის სამეწარმეო ქალაქი არაერთი ინოვაციით. აქ თავს იყრის  მრავალი მცირე მწარმოებელი და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები. დიახ, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მომგებიანი ტურისტული ქალაქი, შენჟენი ითვლება ჩინეთის თემატური პარკებისა და ტურისტული ინოვაციების…

მეტი...

სი ძინპინის 9 პუნქტი და ეკონომიკური ხედვები 2025 წლისთვის

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა,  მსოფლიოს ცენტრალურ ეკონომიკურ კონფერენციაზე, რომელსაც პეკინმა უმასპინძლა, 9 ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2025 წლის პრიორიტეტები უნდა გახდეს. „უნდა მოხდეს შემოსავლების გაზრდა, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ჯგუფების ტვირთის შემსუბუქება, მოხმარების უნარის, სურვილისა და დონის ამაღლება. სამუშაო უნდა განხორციელდეს პენსიონერებისთვის საბაზისო პენსიების სათანადოდ გაზრდისა და სოფლისა და არამუშა ქალაქებში მცხოვრებთათვის საბაზისო სიბერის შეღავათებისა და სახელმწიფო სუბსიდიების გაზრდის მიზნით“ – აღნიშნა სი ძინპინმა და 2025 წლის პრიორიტეტები ჩამოაყალიბა. აქტიური ძალისხმევა უნდა განხორციელდეს ეკონომიკის, ყინულისა და თოვლის ეკონომიკისა და ვერცხლის ეკონომიკის განვითარებისთვის. სათანადოდ უნდა გაიზარდოს ინვესტიციები ცენტრალური მთავრობის…

მეტი...

სი ძინპინის გზავნილები  მსოფილიო ეკონომიკურ კონფერენციაზე

პეკინში მსოფლიოს ცენტრალური ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა გახსნა და სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა  შეაჯამა 2024 წლის ეკონომიკური ვითარება, განიხილა  მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობაზე და ისაუბრა 2025 წლის ეკონომიკურ გეგმებზე. როგორც მან აღნიშნა, 2025 წელი გადამწყვეტი წელია მე-14 ხუთწლიანი გეგმისა. მისივე შეფასებით, ჩინეთი უნდა გაუმკლავდეს სირთულეებს, გააძლიეროს  ნდობა და ყველა პოზიტიური ფაქტორი გარდაქმნას რეალურ მიღწევად განვითარებაში. „აუცილებელია კოორდინირება ახალი მამოძრავებლების ხელშეწყობასა და ძველთა განახლებას შორის;  ხელშეწყობა ახალი ხარისხის საწარმოო ძალების განვითარებას ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით; აუცილებელია ახალი განვითარების პარადიგმის ჩამოყალიბების დაჩქარება, მაღალი ხარისხის განვითარების მყარად ხელშეწყობა, ყოვლისმომცველი რეფორმების შემდგომი გაღრმავება, მაღალი სტანდარტების…

მეტი...

20 მეტრიანი სუპერ ვარსკვლავი ჩინეთში

ეს უზარმაზარი თოვლის ბაბუა ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციას, კერძოდ კი ქალაქ ჰერბინს ამშვენებს. 2025 წელს ჰერბინი აზიურ, ზამთრის თამაშებს მასპინძლობს.  7-დან 14 თებერვლამდე,   დედაქალაქი ჰარბინი მე-9, აზიურ ზამთრის თამაშებით იქნება დატვირთული, სადაც თავს მოიყრის სპორტული საზოგადოება. შესაბამისად, ჰერბინი სტუმრებსა და მონაწილეებს 20 მეტრიანი სუპერვარსკვლავით – თოვლის კაცით ხვდება. მის დამზადებას 4000 კუბური მეტრი თოვლი დასჭირდა.

მეტი...

„ვხსნით ჩვენს ბაზარს უფრო ფართოდ დანარჩენ მსოფლიოში“ – ოფიციალური ჩინეთი

„გასული წლის განმავლობაში, ჩინეთის მოდერნიზაციით მსოფლიოს ახალი შესაძლებლობები მივეცით, რამაც ხელი შეუწყო მოდერნიზაციის განვითარების ტენდენციას მსოფლიოს ქვეყნებში“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი. მისი შეფასებით, ჩინეთმა აიღო მოდერნიზაციის გზა, რომელიც შეეფერება მის ეროვნულ პირობებს. „მზად ვართ, ვიმუშაოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა ხელი შეუწყოს მოდერნიზაციას მსოფლიოს ქვეყნებში, რომლებიც ხასიათდება მშვიდობიანი განვითარების, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და საერთო კეთილდღეობით. არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩამორჩეს მოდერნიზაციის გზას. ჩვენ მივაღწიეთ არსებით პროგრესს მაღალი ხარისხის „სარტყელი და გზის“ თანამშრომლობის ხელშეწყობაში მონაწილე ქვეყნების გადაუდებელი საჭიროებების გათვალისწინებით. ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა მთლიანობაში 100000-ზე მეტი სატვირთო მატარებლის მომსახურება გაწია.…

მეტი...

„ჩინეთი გააგრძელებს სირიელი ხალხის გვერდით დგომას“ – ჩინეთის საგარეო მინისტრი

„ღაზას კონფლიქტმა ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა. დაუყოვნებელი პრიორიტეტია ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა, მთავარია ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა და ფუნდამენტური გამოსავალი არის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის რეალიზება“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო სიტუაციის სიმპოზიუმზე. როგორც ვანგ ი აღნიშნავს, ჩინეთი გააგრძელებს სირიელი ხალხის გვერდით დგომას. „გასული წლის განმავლობაში, ჩვენ ვითხოვდით უშიშროების საბჭოს პირველი რეზოლუციის მიღებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ხელი შევუწყვეთ შერიგების დიალოგს და პეკინის დეკლარაციის ხელმოწერას სხვადასხვა პალესტინის ფრაქციების მიერ და მივაწოდეთ ჰუმანიტარული დახმარების რამდენიმე პარტია ღაზას სექტორში. ჩვენ გავაგრძელებთ განუწყვეტელ ძალისხმევას პალესტინის საკითხის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტისკენ.…

მეტი...

„ვმუშაობდით მსოფლიო მშვიდობის აღდგენისთვის და ვცდილობდით ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას“ – ვანგ ი

„ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მეგობრებთან მთელი მსოფლიოდან, რათა ავაშენოთ მეგობრობის ხიდები და ვაქციოთ მეგობრობის მუდმივი ნაკადი მსოფლიო მშვიდობისა და განვითარების ძლიერ ძალად“ – ეს გახლავთ ამონარიდი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური სიტყვიდან  ჩინეთის საგარეო ურთიერთობების საერთაშორისო სიტუაციის სიმპოზიუმზე. ვანგ იმ 2024 წელს, მსოფლიოში ტრანსფორმაციასა და არასტაბილურობაზეც გაამახვილა ყურადღება  და აღნიშნა, რომ უფრო ნათელი გახდა, თუ საით მიდის საუკუნეში ერთხელ გარდაქმნები. მისივე თქმით, გასული წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ახალი თავი დაიწერა სახელმწიფოს მეთაურ დიპლომატიაში, რომელმაც წარმართა დროის ტენდენცია მშვიდობის, განვითარებისა და მომგებიანი თანამშრომლობისკენ. „პრეზიდენტი სი ძინპინი დაესწრო სამ შიდა დიპლომატიურ ღონისძიებას – კონფერენციას,…

მეტი...

აშშ-მა ჩინური ნიორი „ძირითად საფრთხედ“ გამოაცხადა

ამერიკელი სენატორის რიკ სკოტის განცხადებით, ჩინეთში მოყვანილი ნიორი წარმოადგენს “ძირითად საფრთხეს” აშშ-ში სურსათის უვნებლობის კუთხით და მოითხოვა, ნიორი   იძულებით წარმოებული საქონლის სიაში შევიდეს და აშშ-ში ჩინური ნიორი აიკრძალოს. აღნიშნულს ჩინეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა, სადაც აღნიშნეს, რომ ჩინური ნივრის „ძირითადი საფრთხედ“ ჩათვლა სასაცილოა. „არ ვფიქრობ, რომ ნიორი შეიძლება იყოს “ძირითადი საფრთხე” აშშ-სთვის. დრონებიდან ამწეებამდე, მაცივრებიდან დაწყებული ნიორით დამთავრებული, უფრო და უფრო მეტი ჩინური წარმოების პროდუქტს ადანაშაულებენ აშშ-ს „ეროვნული უსაფრთხოების რისკებში“. აჩვენა თუ არა შეერთებულმა შტატებმა რაიმე სანდო მტკიცებულება ან დასაბუთება ამ ბრალდებების გასამყარებლად? ეს არის პროტექციონიზმი და  სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,…

მეტი...

აშშ-მა ჩინური კომპანიები დაასანქცირა

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა ორი ჩინური მაღალტექნოლოგიური კომპანია ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სპეციალურ, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. როგორც ოფიციალური ჩინეთი აცხადებს, აღნიშნული ქმედება ნიშნავს ჩინური კომპანიების ჩახშობას ადამიანის უფლებების სახელით. „ეს ეგრეთ წოდებული სანქციები, არის ჩინური მაღალტექნოლოგიური კომპანიების აშკარა ჩახშობა ადამიანის უფლებების სახელით. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ავლენს აშშ-ის ნამდვილ განზრახვას ჩინელ ხალხს ჩამოართვას განვითარების უფლება. ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ საბაბია, რომელსაც ისინი იყენებენ ამ მიზნის მისაღწევად. ასეთი სქემები არ იქნება წარმატებული. თუ აშშ ნამდვილად ზრუნავს ადამიანის უფლებებზე, მან პირველ რიგში უნდა იზრუნოს ადამიანის უფლებათა დეფიციტზე, ვიდრე  ადამიანის უფლებების საკითხების იარაღად გამოყენებას სხვა…

მეტი...

აშშ ჩინელი მამაკაცის და თანამზრახველების დაპატიმრებისთვის 10 მილიონიან ჯილდოს აწესებს

შეერთებულმა შტატები, ჯილდოს სახით 10 მილიონი აშშ დოლარს გადაუხდის მას, ვინც  ჩინელი მამაკაცისა და მისი თანამზრახველები დაპატიმრებაში დაეხმარება. საუბარია ჯგუფზე, რომლებიც იძებნებიან თაღლითობისა და   კიბერ  შეტევისთვის. აღნიშნულ  განცხადებას ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს. როგორც მაო ნინი განმარტავს, აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ჩინეთის შეურაცხყოფა. „ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და ებრძოდა ყველა სახის კიბერ შეტევას კანონის შესაბამისად. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ცალმხრივი სანქციების გამოყენებას და გრძელვადიანი იურისდიქციის გამოყენებას ჩინეთის სუბიექტებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს შეწყვიტოს კიბერუსაფრთხოების საკითხების გამოყენება ჩინეთის შეურაცხყოფა და უკანონო ცალმხრივი სანქციების დაწესება. ჩინეთი გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია ჩინური კომპანიებისა და…

მეტი...

ზამთრის თევზაობა – ჯიანგსუ, ჩინეთი

ჩინეთში ზამთრის თევზაობის სეზონი გაიხსნა, რომელიც  უხვ მოსავალთან და დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. ე.წ. ზამთრის თევზაობა ჩატარდა პანანის ტბის ეროვნულ ჭაობიან პარკში, ეს არის აღმოსავლეთ ჩინეთის ჯიანგსუს პროვინცია. მეთევზეებსდიდი შრომა უწევთ თევზის დასაჭერად, რადგანაც თევზები დიდ მანძილზე ხტებიან და მოცულობითაც დიდი მასაა. ბოლო წლების განმავლობაში, ადგილობრივმა ტერიტორიამ მიიღო ეკოლოგიური თევზის მეურნეობის მოდელი. აღნიშნულმა  მიდგომამ კი  ხელი შეუწყო პოზიტიურ სინერგიას ეკოლოგიურ დაცვასა და ეკონომიკურ სარგებელს შორის.  

მეტი...

მსოფლიოს საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ლიდერები ჩინეთში იმყოფებიან

პრეზიდენტი სი ძინპინი მსხვილი საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა, რომლებიც  “1+10” დიალოგის ფარგლებში ჩინეთში იმყოფებიან. პრეზიდენტმა სი-მ აღნიშნა, რომ უპრეცედენტო ტრანსფორმაციის აჩქარებით, სამყარო შევიდა ტურბულენტობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში და კიდევ ერთხელ მივიდა კრიტიკულ გზაჯვარედინზე. ჩინეთი მზადაა იმუშაოს ძირითად საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან  საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გლობალური სამხრეთის ქვეყნების განვითარების მხარდასაჭერად, რათა მოხდეს თანაბარი და მოწესრიგებული მრავალპოლარული სამყარო და საყოველთაოდ მომგებიანი და ინკლუზიური ეკონომიკური გლობალიზაცია. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორ უნდა მივიდეს  მსოფლიო ეკონომიკა ძლიერი და მდგრადი ზრდის გზაზე. „ქვეყნებმა უნდა ააშენონ ღია, მსოფლიო ეკონომიკა თანამშრომლობის გზით, დაინახონ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება,…

მეტი...

იყო თუ არა ჩინეთი კონტაქტში ბაშარ ალ-ასადთან?

ბაშარ ალ-ასადის გაქცევასა და სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს კომენტარის გაკეთება სთხოვეს. როგორც მაო ნინი აცხადებს, ყველამ პატივი უნდა სცეს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩინეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სირიაში არსებულ ვითარებას. სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ვცეთ. ჩინეთის მეგობრული ურთიერთობები სირიასთან არის ყველა სირიელი ხალხისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტაბილურობა დაბრუნდება რაც შეიძლება მალე“ – აცხადებს მაო ნინი. კითხვაზე, იყო თუ არა ჩინეთი კონტაქტში ბაშარ ალ-ასადთან, მისი პასუხი შემდეგია: „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სირიაში არსებულ ვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ სტაბილურობა დაბრუნდება რაც შეიძლება მალე და შესაბამისი მხარეები იპოვიან პოლიტიკურ…

მეტი...

„სირიის მომავალი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“ – ოფიციალური ჩინეთი

სირიის ყოფილი  პრეზიდენტის – ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დასრულებასა და პრეზიდენტის გაქცევასთან დაკავშირებთ კომენტარი ჩინეთის სგარაეო უწყებაში გაკეთდა. როგორც მაო ნინი განმარტავს, ამ ქვეყნის მომავალი თავად ამ ხალხის გადასაწყვეტია. „ჩინეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სირიაში არსებულ ვითარებას და იმედი აქვს, რომ შესაბამისი მხარეები გაითვალისწინებენ სირიელი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს და რაც შეიძლება მალე იპოვიან პოლიტიკურ გადაწყვეტას, რომელიც აღადგენს სტაბილურობას სირიაში. სირიის მომავალი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. იმედი გვაქვს, შესაბამისი მხარეები იპოვიან პოლიტიკურ გადაწყვეტას სირიაში სტაბილურობისა და წესრიგის აღსადგენად სირიელი ხალხის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ინტერესებისთვის“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მეტი...

“1+10” –  რას სთავაზობს ჩინეთი საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებს?!

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა  „1+10“ ფორმატის ფარგლებში, საერთაშორისო ეკონომიკურ ლიდერებთან დიალოგი გამართა.   მასში მონაწილეობა მიიღო: ახალი განვითარების ბანკის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა აჯაი ბანგან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა  კრისტალინა გეორგიევამ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა  ნგოზი ოკონჯო-ივეალამ და სხვა ლიდერებმა. დიალოგის თემა იყო „განვითარებაზე კონსენსუსის შექმნა გლობალური საერთო კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“. პრემიერმა ლი ციანმა აღნიშნა, რომ ამჟამად მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას აკლია იმპულსი, ხოლო ეკონომიკური გლობალიზაციაგამოწვევებს აწყდება, რაც უფრო მეტ გაურკვევლობას იწვევს. მისივე შეფასებით, ჩინეთი ეკონომიკური გლობალიზაციის მტკიცე დამცველია. „ათწლეულების განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკამ ძლიერი იმპულსი შეიტანა…

მეტი...

ჩინეთის პრემიერი 10 საერთაშორისო ეკონომიკურ ლიდერებთან დიალოგს გამართავს

9 დეკემბერს, პეკინი მსოფლიო ეკონომიკურ ლიდერებს უმასპინძლეს. „1+10“-ის ფარგლებში, სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანგი 10 საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდება. დიალოგში მონაწილეობას მიიღებს ახალი განვითარების ბანკის პრეზიდენტი დილმა რუსეფი; მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა;  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა; გენერალური მდივანი გაეროს ვაჭრობა და განვითარება რებეკა გრინსპანი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გილბერტ ფ. ჰოუნბო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მათიას კორმანი; საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გენერალური მენეჯერი აგუსტინ კარსტენსი და სხვები. დიალოგის ერთ-ერთი თემა იქნება განვითარებაზე კონსენსუსის შექმნა გლობალური…

მეტი...

„ყველა ქვეყანა, განურჩევლად მათი ზომისა, განიხილება როგორც თანაბარი“ – ჩინეთის ელჩი

„მოწესრიგებული, მრავალპოლარული სამყარო ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა, განურჩევლად მათი ზომისა, განიხილება როგორც თანაბარი, უარყოფილია ჰეგემონიზმი და ძალაუფლების პოლიტიკა. საერთაშორისო საქმეებში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არ დომინირებს“ – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი. ელჩის შეფასებით, სწორედ საერთო მომავლის საზოგადოების შექმნა ნიშნავს მშვიდობას და განვითარებას. „როგორი მომავალი უნდა ჰქონდეს სამყაროს, მსოფლიო მომავლის გათვალისწინებით?   11 წლის წინ ჩინეთი პრეზიდენტმა დასვა კითხვა: საით უნდა მიემართოს კაცობრიობა? მისი პასუხია, კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნა, რომელიც ასახავს თუ როგორ უნდა ავაშენოთ ის. საუკუნეში არნახული ცვლილებებისა განვითარების პარალელურად, რომელიც წარმოდგენილია უკრაინის კრიზისითა და პალესტინა-ისრაელის…

მეტი...