„სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს“- ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

„ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს“ – ამის შესახებ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.

„ჩინეთი თვალს ადევნებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიტინგზე სროლის ინციდენტს. პრეზიდენტმა სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს“- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები