ჩინეთი მზადაა, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა. ორბანი მიშელს უკრაინის თემაზე ჩინეთთან მაღალი დონის მოლაპარაკებებს სთავაზობს. საუბარია ე.წ. სამშვიდობო კონფერენციაზე.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ჩინეთი მზადაა უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთი მზად არის ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს მშვიდობისთვის, წინ წაიწიოს პოლიტიკური მოგვარების გზაზე და წაახალისოს და მხარი დაუჭიროს კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების მცდელობებს. ჩინეთი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია უნდა აკმაყოფილებდეს რუსეთისა და უკრაინის აღიარების სამ მნიშვნელოვან ელემენტს, ყველა მხარის თანაბარ მონაწილეობას და ყველა სამშვიდობო გეგმის სამართლიან განხილვას. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას პირობები, რომ მხარეებმა განაახლონ პირდაპირი დიალოგი და მოლაპარაკებები. განსაკუთრებით დიდმა ქვეყნებმა უნდა ითამაშონ პოზიტიური როლი. ჩინეთი მზადაა შეინარჩუნოს კომუნიკაცია შესაბამის მხარეებთან, რათა განაგრძოს კონსტრუქციული როლის თამაში კრიზისის პოლიტიკური მოგვარების მიზნით“ – განაცხადა ლინ ჯიანმა.

 

მსგავსი თემები