საჩემპიონო ბრძოლის წინ მერაბ დვალიშვილმა წონა წარამტებით ჩააბარა

ამერიკელ შონ ო’მალისთან UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლის წინ ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა წონა წარამტებით ჩააბარა. მერაბის წონა აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს 134 ფუნტი (60.8კგ) იყო, ხოლო შონ ო’მალიმ 135 ფუნტი (61.2კგ) დააფიქსირა. 33 წლის დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა.  რაც შეეხება მის მეტოქეს, 29 წლის ამერიკელმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა. დვალიშვილის ბრძოლა ქამრისთვის 15 სექტემბერს ლას ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე ჩატარდება.

მეტი...

მაიკლ დუგლასი ოჯახთან ერთად კიევში იმყოფება

ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, გაეროს მშვიდობის ელჩი მაიკლ დუგლასი კიევში იმყოფება. მას უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა. “მე მქონდა შეხვედრა ამერიკელ მსახიობთან, პროდიუსერთან და გაეროს მშვიდობის ელჩ მაიკლ დუგლასთან და მის შვილთან, დილანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება, პარტნიორებთან თანამშრომლობა, უკრაინის მხარდაჭერა და ბატონების და პირველი ლედების მეოთხე სამიტი. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ მაიკლი და მისი შვილი, ამ საკითხებით გულწრფელად არიან დაინტერესებულნი, რომ მათი ოჯახი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გვერდით დგას. მადლობას ვუხდით მათ ყველანაირი მხარდაჭერისთვის” – წერს ვოლოდიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში და ფოტოებს ავრცელებს.  მაიკლ დუგლასი კიევში ოჯახთან ერთად იმყოფება. “ჩვენ…

მეტი...

„კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „შალკე“ ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „შალკე“ 2:0 ქართველი ფეხბურთელის დუბლით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 45+3-ე წუთზე გახსხნა, ხოლო მეორე გოლი 73-ე წუთზე გაიტანა. ზივზივაძემ შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო და საბოლოოდ მოედანი 78-ე წუთზე დატოვა.  

მეტი...

“ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?”- Edison Research-ის კვლევა

Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 34% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 19.2% „ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო“ , 10.6% „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია: „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 9.8% ახალი ერთობა გვარამია მელია – 9.1%; გირჩი (იაგო ხვიჩია) – 5.9%; ლეიბორისტული პარტია – 5.1%; პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%; ჩვენ – დავით ქაცარავა – 2.1%; სხვა პარტიები – 1.2%; საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.    

მეტი...

კონგოს რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის 37 ადამიანს სიკვდილით დასჯიან

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის დაკავებულ 37 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მათგან სამი აშშ-ის მოქალაქეა, ასევეა ბრიტანეთის, ბელგიის და გერმანიის თითო მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. დაკავებულებს ბრალად ედებათ მაისში პრეზიდენტის სასახლეზე და პრეზიდენტის მოკავშირის სახლზე თავდასხმის ხელმძღვანელობა. თავდასხმის დროს მოკლეს წარმოშობით კონგოელი აშშ-ის მოქალაქე კრისტიან მალანგა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება შეთქმულების ლიდერად მოიაზრებდა, ასევე კიდევ ხუთი ადამიანი. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სასამართლოს წინაშე სულ 51 ადამიანი წარდგა, მათგან 14 გაამართლეს და გაათავისუფლეს.

მეტი...

ჩეხეთის დედაქალაქი წყალდიდობისგან დამცავ ზომებს იღებს

ჩეხეთის დედაქალაქი წყალდიდობისგან დამცავ ზომებს იღებს. მას შემდეგ, რაც ჩეხმა სინოპტიკოსებმა უხვი ნალექის შესახებ გაფრთხილება ქვეყნის სხვა რეგიონებზეც გაავრცელეს, მათ შორის დედაქალაქ პრაღაზეც. ძლიერი წვიმები ჩეხეთის აღმოსავლეთ ნაწილში ხუთშაბათიდან დაიწყო. ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელია ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის სამხრეთ გერმანიაში, ავსტრიის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ნაწილებში. „მონაცემები გვიჩვენებს, რომ რთული დღეები გველოდება“– განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა კრიზისული კომიტეტის შეხვედრის შემდეგ.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „გამარჯვების გეგმა“ არის გზა საიმედო მშვიდობის მისაღწევად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „გამარჯვების გეგმა“ არის გზა საიმედო მშვიდობის მისაღწევად და აღნიშნა, რომ ის ამ გეგმას თვის ბოლოს ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარუდგენს. „ამ თვეში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან. მას წარვუდგენ „გამარჯვების გეგმას“, ანუ ურთიერთდაკავშირებული გადაწყვეტილებების სისტემას, რომელიც უკრაინას საკმარის ძალას მისცემს. ძალას, რომ ეს ომი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე წარვმართოთ. „გამარჯვების გეგმას” შეუძლია, გზა გაუხსნას საიმედო მშვიდობას – სამშვიდობო ფორმულის სრული განხორციელებისთვის“ – განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი მოწინააღმდეგისთვის საგრძნობლად უნდა გართულდეს, რაც ერთადერთი გზაა, რათა რუსეთმა ომის დასრულების აუცილებლობა გაიაზროს.

მეტი...

„ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა ჩემთვის და დიდი პატივია”- გენო პეტრიაშვი

„ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა ჩემთვის და დიდი პატივია, ვულოცავ ოლიმპიელებს, ვინც დაჯილდოვდნენ“ – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე სახალხო ზეიმზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოები გადასცა. გენო პეტრიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენებიც, რომელთაც ოლიმპიადასა და პარალიმპიადაზე მედლები ვერ მოიპოვეს. „ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ გამოაცხადა მთავრობის მეთაურმა, რომ ოლიმპიური თამაშების მონაწილეები, ვინც მედლის გარეშე დარჩნენ, ასევე დაჯილდოვდნენ უმაღლესი ჯილდოთი, პრემიული ანაზღაურებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის და ჩვენი ოლიმპიელებისთვის“ – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

მეტი...

„ქვეყნის მოღალატეს მე არავის ვაკადრებ და არ ვუწოდებ“- ტალახაძე პრეზიდენტზე

„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა. წინ არის რთული გზა გასავლელი და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში“ – ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მისამართით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებებს, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე პასუხობს: „ქვეყნის მოღალატეს მე არავის ვაკადრებ და არ ვუწოდებ“. „ვიცი, რომ გუშინდელ დაჯილდოებაზე იყო მოწვეული პრეზიდენტი, მაგრამ არ მოვიდა, ეს მე, როგორც სპორტსმენს, არ მწყენია”- აღნიშნა მან. გარდა ამისა, ლაშა ტალახაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილი ღირსების…

მეტი...

„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა”- ტალახაძე

„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა. წინ არის რთული გზა გასავლელი და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში“ – ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ტალახაძე ღონისძიებაზე მთავრობის მეთაურისა და წევრების არ დასწრებასთან დაკავშირებით ამბობს,  რომ მისი აზრით, პრემიერ-მინისტრს გარკვეული მიზეზები ჰქონდა. „დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს გარკვეული მიზეზები ჰქონდა. მე აქ ვარ. მე რა ჯილდოც მეკუთვნოდა, ჩავიბარე. ყველას წარმატება მინდა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ და ევროპაში შევალთ”- განაცხადა ტალახაძემ.

მეტი...

„ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული პრეზიდენტი“- ოლიმპიური ჩემპიონი

“მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი“- ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდერით დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ბექაური ამბობს, რომ ორდერი, რომლითაც დაჯილდოვდა, არის ქართველი ხალხისგან. „ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი”- განაცხადა ლაშა ბექაურმა.  …

მეტი...

“ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს”- ლაშა ბექაური

“მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი“- ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდერით დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ბექაური ამბობს, რომ ორდერი, რომლითაც დაჯილდოვდა, არის ქართველი ხალხისგან. „ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი”,- განაცხადა ლაშა ბექაურმა.

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე თავისუფლები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ლაშა ხეთერელის და უჩა ჯოხაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური…

მეტი...

„ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება, მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა“- კალაძე

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერან ფეხბურთელებთან – ლევან კობიაშვილთან, შოთა არველაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, სოციალურ ქსელის საშუალებით, ვიდეომიმართვაში გააცნო. “სტადიონზე ვიხილავთ ქართველ ვარსკვლავებს, როგორიცაა გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, შოთა არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და ბევრი სხვა. ასევე, „მილანთან“ ერთად იქნება რივალდო, კაკა, კაფუ, კოსტაკურტა, ზეედორფი, მარკო ბორიელო და ბევრი სხვა საინტერესო ფეხბურთელი. საქართველოში “მილანს” ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყა,ვს, ქართველი მაყურებელი ღამეებს ათენებდა იმ საუკეთესო…

მეტი...

„გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გღებულობთ დღეს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა“- პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს

„თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოები და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული“ – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც მათ მედლები გადასცა. „სპორტსმენებო, გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გღებულობთ დღეს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა. თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოები და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული. დაე, შეგეძლოთ თქვენი ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ამ სიყვარულის დაფასება,…

მეტი...

გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციითვე, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება სოფელ ყიტაანზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით“– აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

“ჩვენ ამ წელს მივიღეთ სერიოზული შედეგი, ფეხბურთელებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანეს”- სალომე ზურაბიშვილი

„სახალხო ზეიმი არის მთავარი დასტური იმისა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა თუ არსებული პოლარიზაციისა, მაინც შეგვიძლია, ერთად გვიხაროდეს“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  ქართველი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა თავის მიმართვაში აღნიშნა, მიმდინარე წელი სერიოზული შედეგებით გამოირჩევა. „დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ და ერთად უნდა აღვნიშნოთ პარიზის ოლიმპიადიდან და პარალიმპიადიდან დაბრუნებული ჩვენი სპორტსმენების წარმატებები. ერთად გავიზიაროთ ეს დიდი სიხარული, რომელიც მათ ქართველ ხალხს მიანიჭეს, გადავცეთ მათ სახელმწიფო ჯილდოები, რომლებიც ასახავენ ქვეყნის დაფასებას, ხალხის სიყვარულსა და მადლიერებას. თქვენი დამსახურებაა, რომ მსოფლიომ გაიგო საქართველოს სახელი და დაინახა ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო EU ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს. ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნული საკითხი ევროპული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, გაერთიანების პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში ირანის მონაწილეობასთან დაკავშირებით ყოველთვის ნათელი იყო და ახლა ევროკავშირი, პარტნიორებთან კოორდინაციით, სწრაფად მოახდენს რეაგირებას. ,,ირანის წინააღმდეგ პასუხი იქნება ახალი და მნიშვნელოვანი შემაკავებელი ზომებით, რაც მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც ჩართულნი არიან ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამებში. განიხილება შემზღუდველი ზომები ირანის საავიაციო სექტორზეც”, – აღნიშნა ჯოზეფ…

მეტი...

„ლაშას პირად ან მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს „კრიტიკას“, ვერავის ვერ გაპატიებთ“ – გიორგი ჭინჭარაული განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ვერავის აპატიებს ლაშას ან მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს „კრიტიკას“. „რამდენიმე დღეა თავს ვიკავებ, მაგრამ, ბევრი ისეთი ადამიანი გადავიდა “დაუკრეფავში”, ვინც წესით მე პატივს მცემს და მითვალისწინებს…. აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მიუღებელია, ადამიანი გეზიზღებოდეს პოლიტიკური შეხედულების გამო… არ აქვს მნიშვნელობა ის ოპოზიციონერია, პარტიულია თუ ვინაა… სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მოგმართოთ ჩემს ფბ მეგობრებს, ვის პოსტებსაც უშუალოდ მე ვხედავ… არ მინდა სათითაოდ შემოვიდე საუბარში ან საჯარო კამათში და გაწყენინოთ… ყველამ ძალიან კარგად…

მეტი...

ირაკლი ეძგვერაძე მოსამართლემ 2 700 ლარით დააჯარიმა

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის წევრი ირაკლი ეძგვერაძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 700 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. იქამდე კი პროცესზე დაიკითხნენ გლდანში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები, ეძგვერაძის მეზობლები და ის პოლიციელები, რომლებმაც დეპუტატი დააკავეს. სასამართლო სხდომა თავად ეძგვერაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. შეგახსენებთ, რომ ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე 4 სექტემბრის ღამეს დააკავეს. დაპირისპირება ეძგვერაძის სახლთან, გლდანში მოხდა. პოლიციის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრი შეეცადა გაერკვია რატომ იყვნენ მობილიზებული ძალოვნები მის ავტოფარეხთან. შსს-ის ინფორმაციით, პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო…

მეტი...

კახეთში ხელოსანი მანქანამ მოიყოლა და ადგილზე დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ე.წ. დომკრატით ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოულოდნელად ჩამოვარდა და კაცი მანქანის ქვეშ მოიყოლა. 33 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მეტი...

პროკურატურამ გამოძალვაში დახმარების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თანხის გამოძალვაში დახმარების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი, საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით თანხის გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მისი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს, რომელიც არ აფეთქდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული შეესწრო მომხდარს და ფლობდა ინფორმაციას მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. დაკავებულებს ბრალდება…

მეტი...

პსჟ-მ უარი თქვა მბაპეს მიმართ დავალიანების დაფარვაზე – მხარეები ურთიერთობას სასამართლოში გაარკვევენ

„პარი სენ-ჟერმენმა“ უარი განაცხადა დავალიანების გადახდაზე, რომელიც ფორვარდ კილიან მბაპეს მიმართ დაუგროვდა. თანხა 55 მილიონ ევროს შეადგენს. ადრე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის (LFP) იურიდიულმა კომიტეტმა დაავალდებულა პარიზული კლუბი ანგარიში გაასწოროს ფეხბურთელთან, მაგრამ როგორც გაზეთი L’Equipe წერს, კლუბი გააგრძელებს საქმის გარჩევას უმაღლეს ინსტანციებში. პრესრელიზში „პარი სენ-ჟერმენი“ წერს, რომ საკუთარ ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. საქმეს განიხილავენ შრომითი კანონმდებლობის რანგში.

მეტი...

სახალხო დამცველმა ქალთა პენიტენციური დაწესებულება მოინახულა

2024 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე რუსთავის #5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ. სახალხო დამცველმა დაათვალიერა ბოლო პერიოდში დაწესებულებაში განხორციელებული სიახლეები. მოინახულა არასრულწლოვანების განყოფილება, დედათა და ბავშვთა განყოფილება, იუსტიციის სახლის ფილიალი, გაეცნო პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების პროცესს. სახალხო დამცველი აგრძელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას.

მეტი...

ბელგიის აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო ყველა რეისი გაუქმდა

ბელგიის შარლერუას აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო, სულ მცირე 87 რეისი გაუქმდა. ,,შარლერუას აეროპორტში პროფკავშირის ერთობლივი გაფიცვა გამოცხადდა. ამ პარასკევს დაგეგმილი ყველა ფრენა გაუქმებულია,” – აღნიშნულია აეროპორტი განცხადებაში და მგზავრებს ურჩევს დაუკავშირდნენ თავიანთ ავიაკომპანიებს. ბელგიის აეროპორტში გაფიცვა 12 სექტემბერს დაიწყო. მანამდე პროფკავშირები და აეროპორტი თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მეტი...

ირაკლი ეძგვერაძემ სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრმა, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ეძგვერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, მოსამართლეც და შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლებიც, ვინც მის წინააღმდეგ უნდა მისცენ ჩვენება არიან მიკერძოებულები, შესაბამისად მოსამართლე არ მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. შსს მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ პოლიციელებმა მასზე იძალადეს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მე როცა დაკავებული ვიყავი, წინასწარი დაკავების იზოლატორში შემომიტანა ოქმი, სადაც წერია, რომ მე სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდი მათ და მათ თურმე არ დავემორჩილე. ჩემს მიმართ განხორციელდა მძიმე დანაშაული, პირდაპირ…

მეტი...

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 ადამიანი დაიბრუნა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram არხზე წერს, რომ უკრაინამ სამშობლოში 49 მოქალაქე დააბრუნა. რუსეთს სანაცვლოდ 49 სამხედრო გადაეცა, რომელთა უმეტესობა კურსკის ოლქში ტყვედ აყვანილი წვევამდელები იყვნენ. ზელენსკის თქმით, უკრაინაში დაბრუნდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სასაზღვრო სამსახურის სამხედრო პერსონალი, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები. ამ უკანასკნელთა შორის არიან ლენია უმეროვა, წარმოშობით ყირიმელი მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში 2023 წლის გაზაფხულიდან იმყოფებოდა. ის დააკავეს, როცა მძიმედ დაავადებული მამის სანახავად ოკუპირებულ ყირიმში წასვლას ცდილობდა. ,,ჩვენ ასევე მოვახერხეთ აზოვსტალის კიდევ რამდენიმე მცველის გათავისუფლება. უკრაინის გმირი, სამხედრო მედიკოსი ვიქტორ ივჩუკიც სახლშია”, – წერს…

მეტი...

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. „13 სექტემბერს დელეგაცია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ფხენიანში იმყოფებოდა. ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში კორეელ კოლეგებთან შედგა აზრების საგნობრივი გაცვლა ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ფართო წრის გარშემო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ფხენიანში ვიზიტისას შოიგუმ შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან. მედიის მტკიცებით, შეხვედრებმა განსაკუთრებით სანდო და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, რამაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ივნისში განხორციელებული ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების რეალიზებას უნდა შეუწყოს ხელი.

მეტი...

„ახლაც გაგვიფრთხილდი და ნელ-ნელა შეგვაჩვიე ამ საშინელებას. ძალიან მენანები, ძალიან” – ზურა ბერიკაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გულის უკანა კედლის ინფარქტისგან გამოწვეული მძიმე გართულებებით, რამდენიმე თვე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ზურას ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან: ,,ბერიკ ჩემო ერთგულო საყვარელო, ალბათ ახლაც გაგვიფრთხილდი და ნელ-ნელა შეგვაჩვიე ამ საშინელებას როგორ მიყვარხარ და სულ მეყვარები. მადლობა დიდი სითბოსთვის სიყვარულისთვის ძალიან მენანები, ძალიან”. „კარგად, ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის”. ,,მადლობა ზურა ყველაფრისთვის, ჩემო ძალიან ერთგულო და ნიჭიერო. შეხვედრამდე მეგობარო”. ,,უდიდესი არტისტი და უსაყვარლესი მეგობარი, საზოგადოების სული და გული, თეატრში ყველა ახალმოსულის გვერდში მდგომი, უმხიარულესი, უკეთილესი… როგორ გვაკლდი უკვე დიდი ხანი და როგორ დაგვაკლდები…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური კლუბის „ნაპოლის“ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინფორმაცია „ნაპოლის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. კვარაცხელია აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა დაასახელეს, რომლებმაც კლუბის ოფიციალურ აპლიკაციაში კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის გულშემატკივრების აღიარება საფეხბურთო სეზონის პირველ თვეში შთამბეჭდავი გამოსვლით დაიმსახურა. როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 25 აგვისტოს სერია ა-ს ფარგლებში გამართული „ნაპოლი“ – „ბოლონიას“ (3-0) შეხვედრის დროს კვარაცხელიამ ერთი გოლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა. მეორე თამაში, სადაც კვარაცხელია კარგად გამოიყურებოდა, 31 აგვისტოს გამართული „ნაპოლი“ – „პარმა“ იყო, რომელიც აგრეთვე ნეაპოლიტანელების გამარჯვებით ანგარიშით 2-1 დასრულდა.

მეტი...

მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გულის უკანა კედლის ინფარქტისგან გამოწვეული მძიმე გართულებებით, რამდენიმე თვე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ზურაბ ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას თეატრსა და კინოში ათეულობით როლი აქვს შესრულებული. ოჯახის ინფორმაციით, მსახიობის პანაშვიდები 14 და 15 სექტემბერს გაიმართება. მისამართი: თამარაშვილის 19ა. ზურაბ ბერიკაშვილს 16 სექტემბერს დაკრძალავენ.

მეტი...

გაბრიელიუს ლანდსბერგისი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ,,მე დავბრუნდი კიევში, რადგან მეგობრები სწორედ ამისთვის არიან”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში. 11 და 12 სექტემბერს კიევში იმყოფებოდა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეწვია, რომელიც უკრაინას ომში ,,მონსტრის” დამარცხებას დაჰპირდა. ნაუსედამ ასევე თქვა, რომ მისი სახელმწიფო ელოდება ,,დადებით გადაწყვეტილებას” უკრაინისთვის მოკლე დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ორთაჭალის ქუჩის ბინადარ ცხოველებს ჩაუტარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ორთაჭალის ქუჩის ბინადარ ცხოველებს ჩაუტარა. სტერილიზაციის პროცესი მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაცით განხორციელდა, რომელთაც ოპერაციების დასრულების შემდეგ, სტერილური და ვაქცინირებული ცხოველები ჩაიბარეს. პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მასში მოქალაქეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სააგენტო განსაკუთრებულ მადლობას უხდის მათ დახმარებისთვის, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველობისთვის. თქვენი უბნის ბინადარი ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია-კასტრაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე – 0322 421 424.

მეტი...

მაშველებმა ზუბალაშვილების ქუჩაზე, დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლიდან, კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ზუბალაშვილების ქუჩაზე, დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლიდან, კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. სავარაუდოდ, ფისო სახურავიდან ჩამოვარდა და კორპუსის გარე ფასადზე არსებულ ელექტროგაყვანილობის ბოძზე შეძლო თავის შემაგრება. სააგენტოს მაშველებმა კატა მასზე მზრუნველ ადამიანებთან დააბრუნეს. შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.

მეტი...

ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწვდის. ეს რიგით 25-ე დახმარების პაკეტია, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 118 მილიონი ევროა. მთლიანობაში, ფინეთმა უკრაინას 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია, იუწყება სამხედრო დეპარტამენტი. ,,უკრაინაში სამხედრო ვითარება კვლავ მძიმეა. დაპირებისამებრ, ფინეთი გააგრძელებს ფინანსურ დახმარებას. ჩვენი გზავნილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის არის, რომ არ უნდა დავნებდეთ”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.

მეტი...

მარნეულში ერთ-ერთ ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა ისროლეს

მარნეულში ერთ-ერთ ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა ისროლეს. არსებული ინფორმაციით, ე.წ. ,,ქურდული სამყაროს” მხარდამჭერებმა ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს. მან აღნიშნულზე უარი თქვა, დილით კი სახლში ხელყუმბარა ესროლეს. ხელყუმბარა არ აფეთქდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და დაწყებულია გამოძიება. მომხდართან დაკავშირებით სამი ადამიანი დააკავეს.

მეტი...