“ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?”- Edison Research-ის კვლევა

Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 34% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 19.2% „ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო“ , 10.6% „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია:

„ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 9.8%

ახალი ერთობა გვარამია მელია – 9.1%;

გირჩი (იაგო ხვიჩია) – 5.9%;

ლეიბორისტული პარტია – 5.1%;

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%;

ჩვენ – დავით ქაცარავა – 2.1%;

სხვა პარტიები – 1.2%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

 

 

მსგავსი თემები