,,მსაჯმა წამაგებინა ოლიმპიური თამაშები, კიდევ ბევრს მივაღწევ” – სანდრო ბაზაძე

,,რაც არ უნდა გავასაჩივრო და ამას აუცილებლად გააკეთებენ, სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი, მედალი მე არ შემხვდება. მიჭირს, ამის გადატანა”, – ამის შესახებ პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა. „აღარ მინდა, ვისაუბრო ამ ყველაფერზე, ხალხს თავი მოვაბეზრო, რომ მსაჯმა წამაგებინა. წამაგებინა, ჰოო, ვიტყვი ამას, რომ წამაგებინა ოლიმპიური თამაშები. რაც არ უნდა გავასაჩივრო და ამას აუცილებლად გააკეთებენ, სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი, მედალი მე არ შემხვდება. მიჭირს, ამის გადატანა იმიტომ, რომ ვიბრძვი ამისთვის – ისე არ მოდის ეს ყველაფერი. ვშრომობ, ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული.…

მეტი...

დეზერტირების ბაზართან მოვაჭრეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი, ისინი მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ

დეზერტირების ბაზრობაზე დასაქმებულ მოვაჭრეებს წინამძღვრიშვილის ქუჩა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებმა გზა იმ პირობით გახსნეს, რომ მათთან შესახვედრად მერიისაა და ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივლენ. მოვაჭრეების თქმით, მათთვის უცნობმა პირმა გააფრთხილა დასაქმებულები, რომ 10-15 აგვისტოს პერიოდში დაცალონ ტერიტორია. ,,ხვიჩა მაქაცარიამ აგოს პასუხი ამ ბაზრის თავიდანვე დაშლაზე. მოვიდეს კალაძე აქ. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ნუ გვაქციეთ ლტოლვილებად, ყველას ნუ გაგვიხადეთ სამშობლოდან წასვლის საშუალება. რას გვერჩით, ჩვენი კეთილსინდისიერი შრომით ვშრომობთ. კობახიძეს მინდა მივმართო, მარტო ეგ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, რომ 2% ნიშნულია ეკონომიკური ზრდაო, მოდი და შეგვეკითხე რა დღეში…

მეტი...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 16 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულთა შორის 16 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. უწყების ცნობით: დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1980 წელს დაბადებული მ.გ., 2005 წელს დაბადებული გ.ბ., 2002 წელს დაბადებული ს.ტ., 1996 წელს დაბადებული გ.კ., 2004 წელს დაბადებული ბ.ს., 2005 წელს დაბადებული გ.ო. და წარსულში ნასამართლევი პირები: 2001…

მეტი...

ვარკეთილში ხანძარი იყო

ვარკეთილში ხანძარი იყო. ცეცხლი შენობებისგან ცალკე მდგომ, კერძო პირის ღია ტიპის სათავსო სივრცეში გაჩნდა, სადაც სხვადასხვა ნივთები და ტექნიკა იყო შენახული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ,,ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები 6 ივლისს გახდა ცნობილი. არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნები ირანში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო გაიმართა. შეგახსენებთ, რომ პრემიერი მისი დაკრძალვის ცერემონიალსაც ესწრებოდა.

მეტი...

ოზურგეთში 48 წლის მამაკაცს ეძებენ

ოზურგეთში 48 წლის მამაკაცს ეძებენ. ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ,,ვეძებთ 48 წლის მამაკაცს. გიორგი(გია) რეხვიაშვილს, შშმ პირს. აცვია შორტი და მაისური. მეტყველებს, იცის პირადი ინფორმაცია, სახელი, გვარი, მისამართი და ა.შ. გთხოვთ თუ სადმე შეამჩნევთ შეგვატყობინეთ”, – წერს ოჯახის ახლობელი. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 595951379

მეტი...

მარნეული-თბილისის გზაზე ერთმანეთს ორი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა

მარნეული-თბილისის გზაზე ერთმანეთს ორი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ერთ-ერთი სატვირთო შეჯახების შედეგად არხში გადავარდა. სატვირთო მანქანის მძღოლები მსუბუქად დაშავდნენ. გზაზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში საცობი იყო. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბონდო გაგნიძე პეტროვსკის მიმართულებაზე იბრძოდა, ის მტერთან უშუალო შეტაკებისას ტყვიით დაიჭრა, რასაც მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბონდო გაგნიძე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. მებრძოლი 67-ე ბრიგადის რიგებში ირიცხებოდა. ბონდო გაგნიძე 69-ე ქართველი სამხედროა, რომელიც 2022 თებერვლის შემდეგ, უკრაინის ომში დაიღუპა.

მეტი...

ვენესუელაში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

ვენესუელაში უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ არჩევნების შედეგებს. ვენესუელის დედაქალაქში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ გაიმარჯვა. ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს მადუროს გამარჯვებას და ამბობს, რომ მისმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა ხმების 73,2% მოიპოვა. არჩევნების წინ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა კონკურენტის აშკარა გამარჯვება. ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ გონსალესის კანდიდატურის გარშემო, რათა შეეცვალათ პრეზიდენტი მადურო, რომელიც 11 წელია ხელისუფლებაშია. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამო დიდია უკმაყოფილება. დასავლეთისა და ლათინური ამერიკის არაერთმა ქვეყანამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანოებმა, მათ შორის გაერო, მოუწოდეს ვენესუელის ხელისუფლებას, გამოაქვეყნონ ხმის…

მეტი...

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დაარტყეს რუსეთის კურსკის ოლქის ენერგოობიექტებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები თავს დაესხნენ ოთხ ელექტროქვესადგურს რუსეთში, კურსკის ოლქში. ,,შედეგად, ელექტრომომარაგების შეფერხებები ფიქსირდება კურსკის ოლქის პონიროვსკის, კურსკის და სოლნცევსკის რაიონებში”, – აცხადებენ უკრაინელი სამხედროები. გენერალური შტაბის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ რუსული ინდუსტრია, რომელიც მუშაობს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა. ,,ეს ობიექტები, სხვა საკითხებთან ერთად, უზრუნველყოფს რუსეთის რკინიგზის ფუნქციონირებას, რომელიც ახორციელებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებას მისი საოკუპაციო ჯარის მხარდასაჭერად”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.  

მეტი...

ქვიშის კოშკები, ტბები და გადამფრენი ფრინველების თავშესაფარი ჩინეთში, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს

იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა გააფართოვა. ამჯერად, ამ ჩამონათვალში ჩინეთის ქვიშის კოშკები, ტბები და გადამფრენი ფრინველების თავშესაფარი მოხვდა. ჩინეთს იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში სულ 59 ძეგლი აქვს. „გილოცავთ პეკინის ცენტრალური ღერძის, ბადაინ-ჯარანის უდაბნოს – ქვიშის კოშკებისა და ტბების და გადამფრენი ფრინველების თავშესაფრებს ჩინეთის ყვითელი ზღვის სანაპიროზე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანას. ახლა ჩინეთს აქვს 59 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მეორე ადგილზეა მსოფლიოში, მათ შორის 15 მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლი და ოთხი კულტურული და ბუნებრივი ადგილი“ – აღნიშნეს ჩინეთის საგარეო სამეთა სამინისტროში. ასევე განმარტეს, რონ  ჩინეთი აგრძელებს მსოფლიოში პირველობას მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების…

მეტი...

კიევში, საქართველოს საელჩოსთან, უკრაინაში მებრძოლი ქართველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

კიევში, საქართველოს საელჩოსთან უკრაინაში მებრძოლი ქართველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ქართველი მებრძოლები საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად იდევნებიან და ზეწოლის მსხვერპლნი არიან. აქციაზე შეიკრიბნენ უკრაინელები და უკრაინაში მცხოვრები ქართველები. ,,მხარი დავუჭირეთ მებრძოლებს, კიდევ ერთხელ გვინდა გავაგებინოთ უკრაინას და მთელ მსოფლიოს, რომ არ იყოს დევნა, ქართველ მებრძოლებს დევნის პრორუსული მთავრობა საქართველოში”, – ამბობს ,,კავკასიური კავშირის” ხელმძღვანელი, ლადო გამსახურდია. მიხეილ ბატურინი, ტაქტიკური დანაყოფის ,,სარანგის” მეთაურიც ამბობს, რომ დღეს ქართველი მებრძოლები რეპრესიების მსხვერპლნი არიან. შეგახსენებთ, რომ ქართველ მებრძოლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იბარებენ, შემდეგ გაუთქმელობაზე აწერინებენ ხელს.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 10 აგვისტომდე

როგორი ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში აგვისტოს 10 რიცხვამდე. ამ თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ ისაუბრა. „30 ივლისს, ცალკეულ რაიონებში არამდგრადი ამინდები ნარჩუნდება, დღეს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 31 ივლისს, უმეტეს რაიონში, წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო დასავლეთში ძლიერი. პირველი აგვისტოდან, ცოტა გამოიდარებს და  7-8 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდები ფიქსირდება, ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. სანაპირო ზოლებში, 9-10 აგვისტომდე არ ჩანს სერიოზული ნალექები“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ დოდო გვაზავა.

მეტი...

ვოლგოგრადში მატარებლისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მატარებლისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა. დაშავებულთა ნაწილი, მათ შორის მცირეწლოვანები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური პირები გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. შეჯახების გამო რელსებიდან მატარებლის რვა ვაგონი გადავიდა. მატარებელში სულ 800 მგზავრი იმყოფებოდა. რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა დაარღვია მოძრაობის წესები, ამკრძალავი ნიშანი არ გაითვალისწინა და ლიანდაგის გადაკვეთა სცადა.

მეტი...

“რისთვისაც ვიბრძვი ის მე არ შემხვდება”- მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა

პარიზის 33-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შემდეგ, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა. მას გულშემატკივრები და ოჯახის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ. სანდრო ბაზაძემ ჩატარებული ასპარეზობა მედიასთან შეაჯამა და მსაჯის მხრიდან არასამართლიან მიდგომებზე ისაუბრა. „12 წელია სპორტსმენი ვარ, იმისთვის რომ მსაჯებმა წამაგებინონ. სამწუხაროა, არაუშავს, თურმე ხდება ასეთი რაღაცეები სპორტში. რაც არ უნდა გავასაჩივრო (გააკეთებენ ამას აუცილებლად) სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი ის მე არ შემხვდება (მედალი).რთულია, მიჭირს ამის გადატანა“- განაცხადა სანდრო ბაზაძემ. შეგახსენებთ, რომ ხმლით ასპარეზობაში ქართველი სანდრო ბაზაძე 1/8-ფინალში, მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით, ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა და ოლიმპიადას…

მეტი...

ევროკავშირი ჩინურ მანქანებზე დამატებით ტარიფებს აწესებს

ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე დამატებითი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.  ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები კი, როგორიცაა იტალია, უფრო მყარ ეკონომიკურ კავშირებს ამყარებენ ჩინეთთან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს აკეთებენ და ამბობენ, რომ ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობა ორმხრივად მომგებიანია და არა ცალმხრივად. „ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია. ტარიფების დაწესება ტიპიური პროტექციონისტული ნაბიჯია და არ უწყობს ხელს ევროკავშირის „მწვანე გადასვლას“ ან კლიმატის ცვლილებაზე გლობალურ რეაგირებას. როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის ინტერესებშია, სათანადოდ მოგვარდეს უთანხმოება დიალოგისა და კონსულტაციების გზით ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. რაც შეეხება ჩინეთსა და იტალიას, ამ ორი ქვეყნის  პრაქტიკულმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, პატარა, მარტივი მარიონეტია, მეტი როლი მას არ აქვს” – პრემიერი

,,სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არათუ ნაწილია, ის არის ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, პატარა, მარტივი მარიონეტია, მეტი როლი მას არ აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. „მეტი რესურსიც არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, რასაც ეტყვიან პირდაპირ იმას გაიმეორებს. ის დიდი ხანია, აღარ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი. დიდი ხანია, არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დატოვა „ნაცმოძრობამ“ მიუხედავად კონსტიტუციის აღიარებული დარღვევისა, შესაბამისად, ის ჩვეულებრივი მარიონეტივით იმოქმედებს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ვინ არის და რა…

მეტი...

საუთპორტში, შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ბავშვი გარდაიცვალა

საუთპორტში, დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად დაშავებული 2 ბავშვი გარდაიცვალა, დაშავებულთა რიცხვი კი ცხრამდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, 6 მათგანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული თავდასხმა ბრიტანეთში, გუშინ ადგულობრივი დროით 11:50 საათზე მოხდა. მომხდარის შემდეგ, პოლიციამ 1 პირი დააკავა.

მეტი...

,,მისცა ჩვენება. ისაუბრა, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ იარაღით” – კახეთში გატაცებული გოგონას ბიძა

სოფელ კაბლიდან გატაცებული 24 წლის ქალი, პოლიციამ გუშინ, გვიან ღამით იპოვა და თელავის პოლიციის სამმართველოში, გამოკითხვაზე გადაიყვანა. ,,მე არ მინახავს, დედამ და მამამ ნახეს. მან მისცა ჩვენება, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ, როგორ აშინებდნენ იარაღით”, – ამბობს გოგონას ბიძა. ჟურნალისტის კითხვაზე, უყვარს თუ არა გოგოს გამტაცებელი ბიჭი, ბიძა პასუხობს: ‘,,გოგოს ახალგაზრდა კაცი არ უყვარს იმიტომ რომ ის სწავლობს უნივერსიტეტში, ის სტუდენტია. ის თავის მომავალზე ფიქრობს და ამ ბიჭს ვერ იტანს. ამის შემდეგ ის იქნება, რასაც კანონი ამბობს. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, არ შეიძლება მოიპარო ადამიანი, ადამიანია, ცხოველი ხომ არ არის. ასეთი…

მეტი...

ჩინეთი უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებასა და დიალოგში ერთვება

ბოლო პერიოდში, უკრაინაში ომის დასრულების მოახლოება ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდა მსოფლიო მასშტაბით. უფრო მეტი, კონკრეტული ვადებიც კი სახელდება. ზოგიერთი გათვლას მაქსიმუმ ერთ წელზე აკეთებს. ერთ-ერთი მხარე, რომელიც ამ ომის დასრულების მიმართულებით პროცესებში გააქტიურდა, ჩინეთია. რამდენიმე დღის უკან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი  აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შესაბამისად. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ჩინეთი დარწმუნებულია, რომ  საომარი მოქმედებები მალე დასრულდება. „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩინეთს ყოველთვის სჯერა, რომ საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება და პოლიტიკური მოგვარების ძიება ყველა მხარის ინტერესშია. ჩინეთი თვლის, რომ დიალოგი და მოლაპარაკება…

მეტი...